"შუა დერეფანს“ - საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტების ქსელი, რომელიც ჩინეთის და ევროპის ბაზრებს აკავშირებს ერთმანეთთან ცენტრალური აზიის და კავკასიის გავლით, - შეუძლია გახდეს ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი. დერეფნის გაძლიერებისკენ მიმართული გაუმჯობესებები დაეხმარება ეკონომიკებს განვითარებაში ვაჭრობის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილების შექმნით, სამეწარმეო საქმინობის სტიმულირებით. ინვესტიციების და ქმედითობის ამაღლებისთვის გასატარებელი ზომების კომბინაციას შეუძლია დერეფნის გავლისთვის საჭირო დროის შემცირება და სავაჭრო ტვირთნაკადების მოცულობის სამჯერ გაზრდა 2030 წლისთვის.
ინვესტიციები აუცილებელია რკინიგზების, ინტერმოდალური და საზღვაო ობიექტების მოდერნიზაციისთვის, ხოლო გაუმჯობესებულ კოორდინაციას და ლოგისტიკურ მომსახურებას, აგრეთვე გაციფრებას შეუძლია ხელი შეუწყოს ეფექტიანობის ამაღლებას. „მსოფლიო ბანკი“ თანამშრომლობს მთავრობებთან და მრავალმხრივ ორგანიზაციებთან დერეფნის პოტენციალის რეალიზაციის მიზნით, რათა გააქტიურდეს ვაჭრობა და ეკონომიკური ზრდა რეგიონში.
"მსოფლიო ბანკმა“ განსაზღვრა 10 უმნიშვნელოვანესი ზომა, რომელთა გატარებას შეუძლია ყველაზე მწვავე პრობლემების გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში "შუა სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნის" გასწვრივ:
1. სარკინიგზო შემოვლითი ხაზის აშენება ალმათის მეტროპოლიტენის რაიონში გადამეტვირთულობის დონის შემცირებისთვის. ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, ალმათიში, ყველა სატვირთო მატარებელი ქალაქის ცენტრს გაივლის და მათი დიზელის ლოკომოტივები ელმავლებით უნდა შეიცვალოს. ქალაქის შემოვლით გზას შეეძლო აღნიშნული სარკინიგზო მოძრაობის გაუმჯობესება.
2. ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დიდია მოცდენები. ზოგიერთი კომპანა ტვირთებს აგზავნის გრძელი, არაპირდაპირი გზით, რომლებზეც ადგილი აქვს გადახვევებს შეზღუდული გატარების უნარისა გამო. ახალი სარკინიგზო მაკავშირებელი ხაზის შექმნა უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის ტვირთმფლობელებს მისცემს პირდაპირი მარშრუტების გამოყენების საშუალებას.
3. კასპიის ზღვაში წყლის დონე კლებულობს კლიმატის ცვლილებისა გამო, რაც გავლენას ახდენს პორტების მუშაობაზე. აქთაუს პორტს სჭირდება აღჭურვილობა, რომელიც ზუსტად შეესაბამება დასახული მიზნების მიღწევას, და გაზრდის ნავმისადგომების გაზიდვის უნარს, რათა ამაღლდეს მათი მუშაობის ეფექტიანობა. მაგალითად, ნავმისადგომებზე ნელი დატვირთვა-განტვირთვის ოპერაციების პრობლემა შეიძლება გადაწყდეს ყველაზე ეფექტური ამწე-კრანების გამოყენებით ყოველი ტიპის ტვირთისთვის და რელსებზე დამონტაჟებული მოწყობილობა-დანადგარების შესყიდვით.
4. მოძრავი შემადგენლლობის, განსაკუთრებით ლოკომოტივების უკმარისობა საქართველოში ზღუდავს "შუა დერეფნის“, როგორც სატვირთო სატრანზიტო მარშრუტის პოტენციალს, რაც ზრდის მიწოდების დროს. მოძრავი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა აამაღლებს დერეფნის გაზიდვის უნარს და ქმედითობას.
5. ახალქალაქსა და თურქეთის საზღვარს შორის უნდა გაუმჯობესდეს სარკინიგზო მიმოსვლა და უნდა გაფართოვდეს ახალქალაქის რკინიგზის სადგური. რადგან ახალქალაქის რკინიგზის სადგური წარმოადგენს რკინიგზის ლიანდის შეცვლის ადგილს, ის შეიძლება გახდეს ვიწრო ადგილი, როცა აშენდება ახალი სარკინიგზო ხაზი აქედან სივასამდე, თურქეთში. ახალქალაქსა და თურქეთის საზღვარს შორის სარკინიგზო ხაზი თუ გახდება ორლიანდიანი, ლიანდის შეცვლის ოპერაციები განხორციელდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, რაც გაზრდის საექსპლუატაციო მოქნილობას. ახალქალაქის რკინიგზის სადგურში მატარებლების ფორმირება-განფორმირების პროცესი შეიძლება დაჩქარდეს მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის ან მახარისხებელი პარკის შექმნით.
6. საქართველოში ფოთის პორტმა მიაღწია თავის მაქსიმალურ გაზიდვის უნარს 2023 წელს. ფოთის პორტში დატვირთვა-განტვირთვის პოტენციალის ამაღლება და შიდა რაიონებთან მისი სარკინიგზო დაკავშირებულობის გაუმჯობესება პორტს მისცემს მეტი კონტეინერმზიდის მიღების და კონტეინერების გადამუშავების დროის შემცირების საშუალებას.
7. რაც შეიძლება ჩქარა უნდა განხორციელდეს სარკინიგზო ხაზის "სივასი - ყარსი - საქართველოს საზღვარი“ მოდერნიზაცია. ეს არის "შუა დერეფანში“ ყველაზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი "ვიწრო ადგილი“, რადგან მისი გაზიდვის უნარი შეზღუდულია, ხოლო ტექნიკური აღჭურვილობა - მორალურად გაცვეთილი.
8. დიდი გაზიდვის უნარის მქონე, სახმელეთო სარკინიგზო მაკავშირებელი ხაზის განვითარება ბოსფორის სრუტეზე, სტამბოლის მესამე ხიდის გავლით, სავარაუდოდ, ააცილებს სტამბოლს ვიწრო ადგილად ქცევის პერსპექტივას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკლებს "შუა დერეფნის“ თურქული მონაკვეთის კონკურენტუნარიანობა.
9. აუცილებელია ინვესტიციების განხორციელება რუმინეთში და ბულგარეთში საპორტო და სარკინიგზო დაკავშირებულობის გაუმჯობესებისთვის. ამას შეეძლო შიდა და ტრანს-სასაზღვრო დაკავშირებულობის გაძლიერება ორ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ცენტრალურ ევროპისკენ და უკუმიმართულებით.
10. "შუა დერეფანში“ მნიშვნელოვანია ვაჭრობის პირობების, სასაზღვრო პროცედურების მართვის და მომსახურების გაუმჯობესება. მოცემულ მომენტში საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების მართვა არაა საკმარისად გაციფრებული, რაც ზღუდავს ინფორმაციის ეფექტურ მიმოცვლას. აგრეთვე არ არსებობს მონაცემები კოორდინირებული, დაგეგმილი და დროის მიხედვით განსაზღვრული მომსახურების შესახებ.
პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი