განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს. ასეთი მოცემულობების პოლუსია ანაკლიის მომავალი პორტი. საკუთესო გადაწყვეტა პორტის გამგებლის დადგენაში, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ქართული საფონდო ბირჟა იქნებოდა. რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები და ქართული კომპანიები გახდებოდნენ ანაკლიის პორტის პრივილეგირებული აქციების მფლობელები. პორტის მშენებლობაში უცხო ქვეყნების მონაწილეობას თუ განვიხილავდით, ამ გამოწვევაში ინვესტორი ქვეყნების დივერსიფიკაცია საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდის ფორმულის მიგნება იქნებოდა.
ლიეტუვა, რომელიც ფლობს კლაიპედას პორტს ბალტიის ზღვაში და ვიკინგი მარშრუტით უკავშირდება შავ ზღვას; სამხრეთ კორეა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და კატარი, რომელიც არაბული სამყაროს ტექნოლოგიური ლიდერია, ამ სამი ქვეყნის თანამონაწილეობით შემდგარი ანაკლიის პორტი შექმნიდა გლობალური ვაჭრობის ინტერესების სამკუთხედს და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანზიტო დერეფნების ქვაკუთხედს.
“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა”, - კონსტანტინე გამსახურდია, ქართველი მწერალი.
გრიგოლ რობაქიძე კი დასავლეთ ევროპაზე ამახვილებს ყურადღებას - "ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ".
ვინაიდან გრიგოლ რობაქიძის აზრით დასავლეთი ევროპა ძვირფასია, საქართველოსთვის ბევრად დიდი სვლა იქნებოდა დღეს, თუ ანაკლიის პროექტი დიდი ბრიტანეთის და მაღალტექნოლოგიური იაპონიის პარტნიორობით შედგებოდა. რამეთუ ლონდონის და ტოკიოს საფონდო ბირჟები კონტინენტის წამყვანი ფინანსური ცენტრებია.
რაც უფრო მაღალია განვითარებული ქვეყნების წილი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, მით მეტია სხვა დანარჩენი ქვეყნების მწარმოებელთა ოპერირების ინტერესებიც ასეთ სატრანზიტო არტერიების გავლით გლობალურ ვაჭრობაში. შესაბამისად, რაც უფრო უახლოვდება მწარმოებელთა და მომხმარებელთა რიცხვი ერთმანეთს, ქვეყანა მით უფრო მდიდარია. ახალქალაქის სარკინიგზო და ანაკლიის საზღვაო პორტები, მძლავრი ლოგისტიკური ცენტრით და ინდუსტრიული პარკით, სწორედ ევროპელ და აზიელ მწარმოებელთა და მომხმარებელთა შეხვედრის მთავარი ადგილებია.
თუ რატომ იკავებს ახალქალაქის სარკინიგზო სადგური ასევე მნიშვნელოვან ადგილს კონტინენტურ ვაჭრობაში, ამის დასტურად კიდევ ერთი ქართველი მწერლის, აკაკი შანიძის მიერ საკუთარ ლექსში ნახსენები გურჯი-ბოღაზიც საკმარისი იქნებოდა. გურჯი-ბოღაზი - ეს იყო თურქეთის ქალაქ ერზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა. რომელიც საქართველოს კიდევ უფრო შორს, ეგვიპტესთან დააკავშირებს.
ზურაბ მაღრაძე
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი