News

საქართველოს სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან

“როცა აბრეშუმის გზაზეა საუბარი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გზა მხოლოდ ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს. არსებული მდგომარეობით ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ მდგომარეობა მალე შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება. ასევე ვიცით, რომ ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე გაცილებით ახალგაზრდა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთის სამუშაო ძალა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ჩინეთისას. პაკისტანსა და ბანგლადეშშიც მოსახლეობის ბუმია მოსალოდნელი. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა ამ ქვეყნებში, რომლებსაც უკვე საკმაოდ მოქნილი საექსპორტო ბაზრები აქვთ, მათ წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და სავაჭრო კავშირებს კიდევ უფრო გაზრდის. თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია... სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი - საქართველოს გავლით თავისუფლად შეიძლება აწარმოებდეს ევროპასთან ვაჭრობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც თბილისმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყენოს. 2030 წლისთვის გლობალური ვაჭრობა ახალი მარშრუტების გახსნას მოითხოვს და ეს აუცილებლად მოხდება. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალ რეალობაში თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ დაიმკვიდროს.”

ფრედ სტარი - ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე. ოქტომბერი, 2016

TRACECA.GE