commercial-diplomacy

საერთაშორისო გზავნილები

საქართველოში ეგვიპტის ელჩმა ტარეკ მაატმა 2016 წლის 19 მაისს განაცხადა: “საქართველო თავისი ადგილმდებარეობით ძალიან პერსპექტიული ბაზარია, თქვენ ასევე ასოცირების ხელშეკრულება გაქვთ. ქართული ბაზრის მეშვეობით იმედი გვაქვს სხვა ბაზრებზეც გავალთ, ჩვენ მოვუწოდებთ ეგვიპტელ ინესტორებს განახორციელონ თქვენს ქვეყანაში ინვესტიციები. მე ვიცი რომ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. ეგვიპტის პრეზედენტისგან მივიღე დავალება, რომ ამ კუთხით მემუშავა...“

2016 წლის ოქტომბერში ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს წევრმა ენდერს ვიმბუშმა განაცხადა: “საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები ერთმანეთს კვეთს. აბრეშუმის გზაზე საქართველოს პოტენციალიც ამას უკავშირდება. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იყოს ცენტრი პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს, მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს.”

ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა 2023 წლის იანვრის ინტერვიუში განაცხადა: “საქართველოს რეგიონში საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია აქვს; მას აქვს პორტები შავ ზღვაზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურაში დაბანდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა და უნდა გაგრძელდეს. საქართველომ უნდა გააძლიეროს მწვანე ენერგიის პროექტების განხორციელება, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს ყოველივე, გაძლიერებულ რეგიონულ ვაჭრობასთან და გაზრდილ ფიზიკურ კავშირთან ერთად, მათ შორის შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მეშვეობით, საქართველოსთვის მიმზიდველ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნიდა. გაძლიერდებოდა საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის როლი სამხრეთ კავკასიისთვის, შუა აზიისთვის და უფრო ფართოდ. თუ საქართველო მის ორივე მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩართავს ამ ძალისხმევაში, ეს საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ინკლუზიური პოლიტიკა ჰქონდეს“.

TRACECA.GE