კომპანიიის "Cold Storage" საწყობებში შესაძლებელია ხილის, ბოსტნეულის, გაყინული სასურსათო პროდუქტების (თევზი, ქათამი, ხორცი, კარაქი, ნაყინი და სხვა) და მშრალი პროდუქციის შენახვა. მაცივარი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის სისტემით (7°C + - 40°C) და მოიცავს კომერციულ საწყობებს. თანამედროვე სტანდარტების საწყობები საერთაშორისო ტვირთების სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში შენახვისთვისაა განკუთვნილი. კომერციული სამაცივრე საწყობები დაყოფილია სხვადასხვა სექციებად. აქ შესაძლებელია სხვადასხვა გაყინული პროდუქტების შენახვა შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: