კონსტანტას პორტი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრი, მრავალი უპირატესობით, რომელთაგან უნდა აღინიშნოს:
- მრავალფუნქციური პორტი თანამედროვე საშუალებებით და საკმარისი წყლის სიღრმეებით პორტის აუზებში სუეცის არხზე გამავალი უდიდესი გემების განსათავსებლად;
- პირდაპირი დაშვება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პან-ევროპული რაინი - დუნაის დერეფნის გავლით;
- კონტეინერების ჰაბი შავ ზღვაში;
- Ro-Ro ტერმინალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ კავშირს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის პორტებთან;
- კარგი კავშირები ტრანსპორტის ყველა სახეობასთან: რკინიგზა, გზატკეცილი, მდინარე, საჰაერო გზა და მილსადენები;
- კონსტანტას პორტის მეშვეობით შესრულებული კომერციული საბაჟო ოპერაციების სიმარტივე;
- თანამედროვე საშუალებები სამგზავრო გემებისთვის;
- მიწის ხელმისაწვდომობა მომავალი გაფართოებისთვის;
- კონსტანტას პორტს აქვს თავისუფალი ზონის სტატუსი, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ზოგადი ჩარჩო, რომელიც აუცილებელია საგარეო ვაჭრობისთის და აგრეთვე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისკენ და პრიქით საქონლის ტრანზიტის გასაადვილებლად.
კონტაქტი:
მისამართი: Port Precincts Constanța, Gara Maritimă, კოდი 900900, რუმინეთი
ტელ: +40.241.61.15.40
ფაქსი: +40.241.61.95.12
ელ-ფოსტა: apmc@constantza-port.ro
ვებსაიტი: www.portofconstantza.com