ბულგარეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპანია
ეროვნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპანია დაარსდა 2002 წლის 1 იანვარს. NRIC არის ყველაზე დიდი სახელმწიფო საწარმო და ბულგარეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთადერთი მენეჯერი.
კომპანია ორგანიზებას უწევს, ახორციელებს და პასუხისმგებელია სახელმწიფოსთან დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულებით გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე. ასევე, გეგმავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მთელ შესაბამის საქმიანობებს.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი საგანია: სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა; სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების, შეკეთების, მოვლისა და ექსპლუატაციის საქმიანობის განხორციელება; სატრანსპორტო კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციებთან; სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში მატარებლის საქმიანობის მართვა დაცულობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად; საჯარო სერვისების მიწოდების ვალდებულებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის მიღება და შესრულება; საინვესტიციო პოლიტიკის დანერგვა ევროპული კრიტერიუმებისა და სტანდარტების განსახორციელებლად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოდერნიზაციის, მოვლისა და შეკეთების მიზნით და ა.შ.
კორპორატიული სტრუქტურა მოიცავს: სათაო ოფისს; რკინიგზას და სარკინიგზო ობიექტების სამმართველოს და მის რეგიონალურ ერთეულებს სოფიაში, პლოვდივში და გორნა ორიაჰოვიცაში, ვრაცაში, შუმენსა და ბურგასში; მატარებლის მოძრაობისა და სიმძლავრის მართვის სამმართველოს სოფიაში, პლოვდივში და გორნა ორიაჰოვიცაში რეგიონულ ერთეულებთან ერთად; სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციების განყოფილებას და ელექტროენერგიის განაწილების განყოფილებას სოფიაში, პლოვდივში და გორნა ორიაჰოვიცაში.
NRIC არის ბენეფიციარი ოპერატიული პროგრამის „ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ (2007–2013), ოპერატიული პროგრამა „ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ (2014–2020), „ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი“.
მისამართი
სათავო ოფისი, ბულგარეთი,
სოფია 1233 ბულ. ”კნიაგინია მარია ლუიზა” 110
ელ.ფოსტა: office@rail-infra.bg
www.rail-infra.bg