1948 წლის 20 ივნისს გერმანიის ეკონომიკურმა საბჭომ ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებით და სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრთა საპირისპიროდ, მიიღო ფასების თავისუფლებაზე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება. ამბობდენ, რომ ერჰარდის მოწოდება კოლეგების მიმართ იყო: „ნუ ზიხართ უსაქმოდ, გააუქმეთ რამე!“
მოგვიანებით ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გენერალ კლეის და ერჰარდის დიალოგი:
კლეი: „ბატონო ერჰარდ, ჩემი მრჩევლები მეუბნებიან, რომ თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა. რას იტყვით ამაზე?“
ერჰარდი: „ბატონო გენერალო, ნუ აქცევთ მათ ყურადღებას! ჩემი მრჩევლებიც იგივეს მეუბნებიან.“
კლეი: „როგორ შეიძლება ნორმირების სისტემის შერბილება, როცა ქვეყანაში არის საქონლის ასეთი უკმარისობა?“
ერჰარდი: „კი მაგრამ, ბატონო გენერალო, მე არ შემირბილებია ნორმირება, მე ის გავაუქმე. დღეიდან ტალონების ნაცლად ბრუნვაში იქნება მხოლოდ დოიჩ მარკები. და ისინი იმუშავებენ თავდაუდებლად… აცალეთ ცოტა ხანი.“
ერჰარდმა 1948 წლის მთელი ზაფხული მიუძღვნა ნაცისტური შეხედულებებისგან გერმანული ეკონომიკის გათავისუფლებას. უქმდებოდა სხვადასხვა სფეროში არსებული რეგულაციები თუ დირექტივები. ერჰარდის დევიზი იყო: უქმად არ იჯდე, რამე გააუქმე.
ერჰარდის პროგნოზები გამართლდა. ფასების გათავისუფლებამ გერმანელ მომხმარებელს საშუალება მისცა, მწარმოებლამდე მიეტანა მოთხოვნები. გაზრდილი ფასები კი საკმარისი მოტივაცია აღმოჩნდა მეწარმეებისთვის, რომ მეტი პროდუქტი შეექმნათ. ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი იქონია. ვოლიკი წერდა: “ქვეყანა ერთ ღამეში შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი ფიგურები, რომლებიც ქუჩებში საკვების საპოვნელად დაძრწოდნენ, ცხოვრებას დაუბრუნდნენ”.
რადგან ერჰარდის იდეები მუშაობდა, ახალი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა კონრად ადენაუერმა ის გერმანიის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას ერჰარდი 1963 წლამდე იკავებდა, სანამ თავად არ გახდა კანცლერი.
მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ერჰარდი ხელმძღვენელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პრინციპებით. ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მომხრე, 1950 წელს ის შევიდა ლიბერალთა მონ-პელერინის საზოგადოებაში, რომლის დამფუძნებელთა შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორც ფრიდრიჰ ჰაეკი, ფრანკ ნაითი, კარლ პოპერი, ლუდვიგ ფონ მიზესი, ჯორჯ სტიგლერი, მილტონ ფრიდმანი და სხვები.
იმის უკეთესად გასაგებად, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ერჰარდი თავის საქმიანობაში როგორც მეცნიერი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, მოვიყვანთ მის რამდენიმე გამონათქვამს:
„ნემისმიერი ლიბერალური სისტემა უნდა გამოდიოდეს იმ რწმენიდან, რომ თავისუფლება არის ერთი და განუყოფელი და რომ ადამიანის თავისუფლება ნებისმიერ სფეროში შეუძლებელია პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და სულიერი თავისუფლების გარეშე. კოლექტივისტური აზროვნება ყოველთვის ცდილობდა ადამიანის ფასეულობათა ამ ფუნდამენტური სფეროების გაყოფას და მის თავისუფლების სივრცეში შეჭრას.“
„კოლექტივისტურ-ტოტალიტარულმა ეკონომიკურმა სისტემამ, რომელიც საბოლოო ანგარიშით მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების განდიდებას და გაძლიერებას ემსახურება, შეუძლია დიდი წარმატების მიღწევა საბაზო დარგების ადვილად კონტროლირებად სფეროებში, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ მოემსახურება ადამიანს ან, სხვა სიტყვებით, იგი ვერასოდეს ვერ შესთავაზებს მას იმ საქონლის დიდ არჩევანს, რომელიც გაამდიდრებს და დაუმშვენებს მას ცხოვრებას.
ერჰარდი ითვლება ეგრეთ წოდებული „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ ერთ-ერთ მამად. მაგრამ აი რას იგონებს ამასთან დაკავშირებით ფრიდრიჰ ჰაეკი: „ერთხელ ერჰარდთან საუბრისას მან მითხრა – „იმედია თქვენ გესმით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ სოციალურ-საბაზრო ეკონომიკაზე. მე ვგულისხმობ, რომ საბაზრო ეკონომიკა თავის-თავადაა სოციალური და მისი ასეთად ქცევის არანაირი საჭიროება არ არსებობს.“
* * *
1987-2007 წლებში ირლანდიის ეკონომიკური წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ინვესტიციები განათლებაში, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გლობალიზაციის დონის ამაღლება და ეროვნული კონსენსუსის მიღწევა და შენარჩუნება. ბოლო 40 წელიწადია ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. 1973 წელს, ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 2 400 დოლარის წლიური შემოსავლით. 46 წლის შემდეგ, 2019 წელს, ირლანდიაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 33-ჯერ მეტია და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება. ირლანდიაში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 78 000 აშშ დოლარია. ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული ეკონომიკა. 1973 წელს ქვეყნის მოსახლეობა 3.1 მილიონი იყო, ახლა კი 5 მილიონია და ყოველ წელს მატულობს. ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული.
* * *
ერთ დროს შვედეთი იყო დაუჯერებლად ღარიბი და მშიერი. მეოცე საუკუნისთვის, ჩვეულებრივ შვედურ მუშათა კლასის ოჯახს შეეძლო ეცხოვრა ბინაში, სადაც იყო ერთი ოთახი და სამზარეულო. ბევრიც შეხიზნული იყო სხვა ოჯახებთან. მაგრამ, ერთ დღესაც შეიცვალა ყველაფერი. შვედეთს ქონდა ყველაზე დიდი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რაც ამ ხალხს ოდესმე განუცდია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, რაც კი მსოფლიოში ყოფილა. 1850-და 1950 წლებს შორის საშუალო შვედის შემოსავალი გარვამაგდა, მაშინ, როცა მოსახლეობა გაორმაგდა და თან სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 28 წლით. ღარიბი გლეხების ერი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად.
ეს არის ისტორია, რომელიც უნდა შესწავლილი იყოს იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც უნდათ იყონ იქ, სადაც არის შვედეთი დღეს, რადგან თუ მათ უნდათ ჩაიდინონ გმირობა, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც შვედეთმა გააკეთა ადრე და არა ის, რაც შვედეთმა გააკეთა მერე, როცა ის უკვე იყო მდიდარი.
1763 წელს შვედეთის ლიბერალიზმის მამამ, ახალგაზრდა მღვდელმა ანდერს ჩიდენიუსმა დაწერა: „სამშობლო თავისუფლების და ღირსების გარეშე არის დიდი სიტყვა მცირე მნიშვნელბით.”
ჩიდენიუსი იყო თანამედროვე მღვდელი, ჩაძირული განმანათლებლობის იდეაში.
შვედეთში ფიქრობდნენ, რომ ღარიბები იყვნენ ზარმაცები და უიმედოები. ჩიდენიუსმა შეაბრუნა საკითხი სრულად: ღარიბები არიან ჭკვიანები და მშრომელები – მათ უნდა იმუშაონ, რათა გადარჩნენ ასეთ რთულ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ კლიმატში. პრობლემა არის ის, რომ მათ თავისი ენერგიის უდიდესი ნაწილი უნდა დახარჯონ რეგულაციების, გადასახადების და კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ერთი საკითხი, რასაც ის განიცდიდა მუდმივად, იყო დაკანონებული კლასები, რაც აიძულებდა ღარიბებს ემუშავათ არისტოკრატებისთვის და დიდი ფერმერებისთვის და თან გამორიცხული ყოფილიყო გამომუშავების შეცვლა მოლაპარაკების გზით.
ჩიდენიუსი გულდასმით ავრცელებდა რა ამ რწმენას ადამიანის თავისუფლებაზე, ფაქტობრივად შექმნა ლიბერალური იდეების სისტემა. მას უნდოდა მინიმალური სახლემწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა „ჩვენი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებას“, მისი ერთადერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო აეცილებინა „საგარეო საფრთხე და საშინაო ჩაგვრა“.
მთავრობის ზომა და გადასახადების სიდიდე მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. ბაზარი და ვაჭრობა უნდა ყოფილიყო სრულიად თავისუფალი. ის ეწინააღმდეგებოდა სუბსიდიებს ეკონომიკის სექტორებში. ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკუთრების უფლება თავიანთ მიწაზე, ამასთან, ყველაზე ღარიბ ფერმერსაც კი უნდა ჰქონდეს თავისი შრომის მართვის უფლება. ხალხი თავისუფლად უნდა განიხილავდეს იდეებს და გამოთქვამდეს თავის აზრს. რელიგიის საკითხშიც კი, ის ფიქრობდა, რომ მთავრობა უნდა იყოს ლიბერალური და ყოველ რწმენას აძლევდეს თანაბარ უფლებებს. „მე ვსაუბრობ ექსკლუზიურად მცირე, მაგრამ დალოცვილ სიტყვაზე, თავისუფლებაზე“, აკსვნის ის.
რამდენიმე გამოქვეყნებული კარგად ფორმულირებული პამფლეტის შედეგად, პარლამენტმა ხმა მისცა ვაჭრობის ლიბერლიზაციას, სუბსიდიების შემცირებას, ნაკლებ გადასახადებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩიდენიუსი ითხოვდა პრესის აბსოლუტურ თავისუფლებას. შედეგად, ხელისუფალთა გადაწყვეტილებები და დოკუმენტები გახდა საჯარო. ეს იყო უნიკალური მოვლენა 1766 წლისათვის და შვედეთმა მოიპოვა თავისუფალი დებატების ქვეყნის რეპუტაცია.
ჩიდენიუსი ხსნიდა: ყოველი ინდივიდი სპონტანურად ცდილობს იპოვოს ადგილი და ივაჭროს რითაც შეუძლია, რათა გაზარდოს ეროვნული შემოსავალი, თუკი კანონი არ უკრძალავს მას ამის კეთებას. ყოველი ადამიანი ეძებს თავის სარგებელს. ეს მიდრეკილება არის იმდენად ძლიერი, რომ ნებისმიერი საზოგადოება მსოფლიოში ეფუძნება მას. სხვანაირად კანონები, დასჯა და დასაჩუქრებები ვერ იარსებებდა, საზოგადოება განადგურდებოდა სრულად. ნებისმიერი შრომა, რომელზეც არის მეტი მოთხოვნილება, არის კარგად ანაზრაურებადი და ის, რაც არის კარგად ანაზღაურებადი, არის მეტად მოთხოვნადი. ეროვნული შემოსავლის ცნება, როგორც ძნელად არ უნდა მოეჩვენოს ჩვენს ახალ მეწარმეებს, არის უმარტივესი. ის აძლევს თავისუფლებას ყველა მართლზომიერ გარიგებას და არა სხვის ხარჯზე. იცავს უღარიბეს ბიზნესს და ახალისებს ბეჯითობას და თავისუფალ ვაჭრობას. ის ყველას წონის ერთნაირი სასწორით და ადგენს ზუსტად ვინ უნდა იქნეს წახალისებული. ის ათავისუფლებს მთავრობას ათასი პრობლემისგან, აქტებისა და ზედამხედველობისგან. როცა პირადი და ეროვნული მიზანი ემთხვევა ერთმანეთს, ამით მტკივნეული ეგოიზმი, რომელიც ყოველთვის მიმართულია პირადი სარგებლობისკენ აქტების საწინააღმდეგოდ, შეიძლება უტყუარად გაკონტროლდეს ორმხრივი შეჯიბრით. ის აძლევს შვედს ავარჯიშოს ღმერთის მიერ ადამიანისთვის მიცემული უფლება ბუნების ყოვლისშემძლეობაში, რათა უშველოს თავის თავს ნებისმიერი გზით, რომელიც მას გააჩნია ოპტიმალურად.
მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა შვედეთში. ლიბერალებიც აღმოჩნდნენ ოპოზიციაში. მიუხედავად ამისა ის ფაქტი, რომ შემდეგში რევოლუციამ აღადგინა ჩიდენიუსის თავისუფალი სიტყვის სტატუსი, ნიშნავდა, რომ ნამდვილ ლიბერალურ მოძრაობას შეეძლო ფორმირება.
ბ.თ. დღეს გერმანიაშიც, შვედეთშიც და ირლანდიაშიც – ეკონომიკაც ძლიერია, სახელმწიფოც უსაფრთხოა, ხალხიც შემოსავლიანია და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც და შობადობაც მაღალია. მათგან ზოგან ფინანსისტმა და ზოგან მღვდელმა შექმნა ლიბერალური წესრიგი. ამისთვის იბრძოდა ილია, ამ იდეას შეეწირა ზვიადიც. საქართველოში კი კარგად იმუშავა მოსკოვმა, მენტალურად რომ გაემრუდებინა ქართველი კაცის გონება. ასე რომ მხოლოდ ასეთი წესრიგი არის შესაძლებლობა რომ გავძლიერდეთ, რადგან გვირაბის დასაწყისში იმპერიაა, ბოლოში – ლიბერალიზმი. თავად უნდა აირჩიო საით დგახარ.
“უქმად არ იჯდე, გააუქმე რამე!”