News

აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“

2026-10-31

30 ოქტომბერს, ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვას, რაც აგროსექტორის განვითარებას აჩქარებს. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს ასეთ ინიციატივებს. ჩვენც ვცდილობთ, ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

„აგროკონფერენცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ინტერესი აქვთ. ჩვენი სურვილია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს“, - განაცხადა NIADAGI Group-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.

მოდერატორმა შოთა ცუკოშვილმა პანელისტებს ჰკითხა, რას ურჩევდნენ ქართველ მეხილეებს და რა საკითხებზე ურჩევდნენ ყურადღების გამახვილებას. კითხვას RK Growers-ის პრეზიდენტმა, პაოლო კარისიმომ, უპასუხა: პირველ რიგში, ლოგისტიკაზე.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო