
2026-05-24
"სიხარულით გაცნობებთ, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ისევე როგორც აზერბაიჯანის რკინიგზა, ახლა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთიდან და საქართველოდან.
დღეს სომხეთს აქვს რკინიგზა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ კი ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. ახლა ის ასევე უკავშირდება ევროკავშირს საქართველოსა და თურქეთის გავლით.
სომხეთი-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა ნახიჩევანის გავლით უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი“, - დაწერა მან.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი ფუნქციონირებას მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.