News

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

2025-02-24

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო, რისი მიხედვითაც კომპანიის მიერ ნაყარი ტვირთის დამუშავების პროცესი პასუხობს საკანონმდებლო მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესში განხორციელდა სტანდარტების შესწავლა და რისკების შეფასება, გაანალიზდა შესაბამისობის მოთხოვნები, გაუმჯობესდა სამუშაო ინსტრუქციები და ხარისხის მართვის ორგანიგრამა, რაც, ასევე, გათვალისწინებული იქნება ნაყარ ტვირთზე მომუშავე კადრების შერჩევისა და განვითარების პროცესში. 

ეიპიემ ტერმინალს ფოთს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიცირება, TÜV Austria-მ მიანიჭა. TÜV Austria საერთაშორისოდ აღიარებული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს აუდიტორულ, ინსპექტირებისა და პროდუქტის შესაბამისობის დადასტურების აუდიტების სერვისებს.

წყარო: commersant.ge