News

სომხეთისა და თურქეთის ოფიციალური პირები მომავალ შეხვედრაზე რკინიგზის აღდგენას განიხილავენ

21 Oct 2025

სამშაბათს სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა, რომელიც თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელია,ცგანაცხადა, რომ მალე გაიმართება ახალი შეხვედრა თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა განიხილონ გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენა-განახლების საკითხი.

„გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენა-განახლების საკითხზე უწყებათაშორისი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

სექტემბრის დასაწყისში რუბინიანი ერევანში თავის თურქ კოლეგას, სერდარ კილიჩს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულის თანახმად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები ჩაატარებენ საჭირო ტექნიკურ კვლევებს „გიუმრი-ყარსის რკინიგზისა და ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის“.

წყარო: armenpress.am