News

სომხეთის საზოგადოება ისტორიული ცვლილების წინაშე დგას

2026-05-24

პირველ რიგში როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც მოქალაქე, სომეხ ერს ვუსურვებ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ჩემი ღრმა რწმენით, სომეხი ხალხი დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, რომელიც უკავშირდება ახალი გზების ძიებას. პირველი არის ევროპული გზა, ხოლო მეორე - აბრეშუმის გზა. არსებობს მესამეც - გზა მოსკოვისკენ.

ევროპული გზა

დსთ სომხეთისთვის იყო 35 წლიანი ცხოვრების ეტაპი და არა განვითარების ეპოქა. მშვიდობა, განვითარება, ინვესტიციები განათლებაში და თანამედეოვე ტექნოლოგიები ისეთი ქვეყნების ცხოვრების წესია, სადაც აქვთ საბაზრო ეკონომიკა. სადაც ვაჭრობა არის თავისუფალი და ადამიანები კაპიტალის და დანაზოგების დაგროვებას სამართლიან გარემოში აღწევენ.

მინდა შევახსენო სომეხ ხალხს ბრიტანელი პოლიტიკოსის მარგარეტ ტეტჩერის სიტყვები: "ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, ყოველგვარი თავისუფლება მიუღწევადია".

აბრეშუმის გზა

ეს გზა მოიცავს მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიის და მსოფლიოს ეკონომიკური გეოგრაფიის ნახევარს. სომხეთი არის შემდეგი საერთაშორისო და რეგიონულო სატრანზიტო პროგრამების წევრი სახელმწიფო: TRACECA (Transport Corridor Europe - Caucasus - Asia);  სამხრეთ - დასავლეთის დერეფანი (ინდოეთი - ირანი - სომხეთი - საქართველო - შავი ზღვა - ევროპა); CAMCA (Central Asia - Mongolia - Caucasus - Afghanistan). სომხეთის რესპუბლიკას ასევე კვეთს ჰორადიზ-ზანგელანის სატრანზიტო გზა. ოფიციალური ერევნის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "მშვიდობის გზაჯვარედინი", სახელდებიდან უკვე მართებულია.

მინდა სომეხ ხალხს აქვე შევახსენო ფრანგი ეკონომისტის, ფრედერიკ ბასტიას სიტყვები: "საზღვარს რომელსაც საქონელი არ კვეთს, მას სხვა ქვეყნის ჯარისკაცები გადაკვეთენ".

თავისუფალი ვაჭრობით მიიღწევა უსაფრთხოება, რასაც გარანტირებული მშვიდობა მოაქვს. თანამედროვე აშშ-ს, იაპონიის, ნორვეგიის, შვეიცარიის და ევროკავშირის არსებობის მნიშვნელოვანი საფუძველიც ეს არის.

მოსკოვის გზა - ეს სახიფათო გზაა.

ბრიტანელი პოლიტიკოსის და ფრანგი ეკონომისტის გზავნილები არსებობს იმიტომ, რომ სამყაროში არსებობდეს თავისუფლება და მშვიდობა. სწორედ ფრანგულ თავისუფლებას და ბრიტანულ მშვიდობას ვუსურვებ სომეხ ერს.

ზურაბ მაღრაძე

[იხ. მარშრუტების შესახებ:  traceca.ge]