
2025-12-29
2025-12-29
კომპანია ASCO-მ („აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვებმა“) წელს შუა დერეფანში ტვირთის გადაზიდვა სამჯერ გაზარდა. მონაცემებს Report ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე ASCO-ს გემების მიერ გადაზიდული კონტეინერების მოცულობამ 18 542 TEU შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 6 186 TEU დაფიქსირდა. ეს ერთ წელიწადში კონტეინერების გადაზიდვის, თითქმის, სამჯერ ზრდაა.
წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ASCO-ს გემებმა კასპიის ზღვაზე 716 460 ტონა მშრალი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 443 843 ტონაზე, დაახლოებით, 51%-ით მეტია.
ASCO-ს ცნობით, ტვირთის შეუფერხებელი გადაზიდვისა და დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მთელი წლის განმავლობაში ვაგონების გადაზიდვაზე შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდა. პიკური ტვირთბრუნვის პერიოდში აქტაუ-ალიათის მარშრუტს ხუთი თვით კიდევ სამი გემი დაემატა.
ამჟამად შუა დერეფანში ASCO-ს ბორნებისა და Ro-Pax-ის ტიპის გემების ვაგონტევადობა მთლიანობაში 584 ერთეულს, ხოლო მშრალი ტვირთის ტევადობა 140 000 ტონას შეადგენს.