
ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტმა განაცხადა, რასაც Trend ავრცელებს.
მან ეს განცხადება სტამბოლიდან პოლონეთის ლოძსა და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ორი სატვირთო მატარებელის გასვლის ცერემონიაზე განაცხადა, რომლებიც მანამდე სტამბოლში ჩინეთიდან ჩავიდნენ.
„მიწოდების 15 დღემდე შემცირება ჩინეთისთვის, თურქეთისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ენვერ ისკურტის ცნობით, შემდეგი მიზანი ალათავიდან ყარსამდე მგზავრობის დროის 10 დღემდე შემცირებაა.
2015 წელს, ჩინეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მარშრუტი აქტიურად ვითარდება.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეს ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის მარშრუტზე მე-20 000 სატვირთო მატარებელი გავიდა. ჩინეთიდან შუა დერეფნით ტრანსპორტირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო 2022 წელს მარშრუტზე მე-10 000 მატარებელმა გაიარა. ამდენად, ბოლო სამ წელში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, რაც მარშრუტის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.
მიმდინარე წლის 1-დან 10 ივლისამდე პერიოდში ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ზედიზედ ორი ასეთი მატარებელი გავიდა.