
2026-07-05
დანიის ძალა არ არის მხოლოდ ერთ პორტში ან ერთ კომპანიაში — ეს არის პორტი + გლობალური კომპანია + ინფრასტრუქტურა + სახელმწიფო პოლიტიკა ერთ სისტემაში.
1) პორტი როგორც სისტემის ცენტრი
● პორტი ორჰუსი არის დანიის უდიდესი კომერციული პორტი და სკანდინავიის მთავარი საკონტეინერო ჰაბი. პორტში შესაძლებელია სწრაფი გადატვირთვა გემიდან რკინიგზაზე/ტრაილერზე; პორტი არ არის მხოლოდ “გადმოტვირთვის ადგილი” — ეს არის გადანაწილების ცენტრი (distribution hub) და დანიის “ლოგისტიკური ძრავა”. პორტი ემსახურება დაახლოებით 8–10 მილიონი ტონა ტვირთს წელიწადში.
● პორტი კოპენჰაგენი: მდებარეობს დედაქალაქში. მუშაობს როგორც დანიის, ისე შვედეთის (მალმეს) ერთიან ლოგისტიკურ ზონასთან. ძლიერი მიმართულებები: საკრუიზო ტურიზმი, კონტეინერები, ენერგეტიკული ტვირთები. იგი უფრო “ურბანული” და მრავალფუნქციური პორტია. კონტეინერების ტერმინალი, რომელიც 2001 წელს გაიხსნა, 175 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და აღჭურვილია რამდენიმე მისადგომით, რომლებსაც „პანამაქსისა“ და „პოსტ-პანამაქსის“ კლასის გემების მომსახურება შეუძლია. ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 194 000 TEU-ს აღემატება; აღსანიშნავია ზრდის მაღალი ტემპიც — 2025 წლის პირველ ხუთ თვეში მაჩვენებელმა 49 100 TEU შეადგინა. ობიექტი თანამედროვე განტრი-ამწეებითაა აღჭურვილი და წიაღისეული საწვავის გარეშე ფუნქციონირებს. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს კონტეინერების ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფართობიც 133 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერმინალს კომპანია Copenhagen Malmö Port მართავს და ის ევროპის ისეთი მსხვილი ჰაბებიდან იღებს ტვირთს, როგორიცაა ჰამბურგი და როტერდამი.
2) გლობალური საზღვაო ძალა
A.P. Moller – Maersk არის სისტემის მეორე საყრდენი. რას აკეთებს Maersk:
● ფლობს ერთ-ერთ უდიდეს საკონტეინერო ფლოტს მსოფლიოში
● მართავს გლობალურ მარშრუტებს (აზია–ევროპა–ამერიკა)
● გადადის “end-to-end” მოდელზე (ტვირთის მართვა გამგზავნის კარიდან → მიმღების კარამდე):
○ გემი
○ პორტი
○ საწყობი
○ მიწოდება კლიენტამდე
● მთავარი იდეა: ერთი კომპანია აკონტროლებს მთელ მიწოდების ჯაჭვს.
3) სახმელეთო და ევროპული კავშირი
დანია არ არის იზოლირებული კუნძული — ის ჩართულია ევროპულ ქსელში:
● გერმანიის რკინიგზა და ავტობანი
● სკანდინავიის ხიდები და გვირაბები (მაგ. Øresund)
● სწრაფი კავშირი ცენტრალურ ევროპასთან
● მთავარი შედეგი: ტვირთი პორტიდან ევროპაში გადადის საათებში, არა დღეებში.
4) დამატებითი ლოგისტიკური ძალა
DSV - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპედიტორი, რომელიც მართავს საჰაერო და საზღვაო ტვირთებს, სახმელეთო გადაზიდვებს და საწყობებს.
■ Maersk + DSV = ორი გლობალური ლოგისტიკური გიგანტი ერთ ქვეყანაში.
რატომ მუშაობს ეს სისტემა ასე კარგად?
1) გეოგრაფია: დანია მდებარეობს ევროპა–ბალტიის ზღვის კვანძში.
2) კონცენტრაცია: მცირე ქვეყანაა → ყველაფერი ერთ ეკოსისტემაშია.
3) სახელმწიფო პოლიტიკა: ინფრასტრუქტურა აშენებულია ექსპორტის გასაძლიერებლად.
4) კერძო გიგანტები: Maersk და DSV ქმნიან გლობალურ ქსელს.
5) ინტეგრაცია: პორტი + რკინიგზა + გზები + კომპანიები = ერთი სისტემა.
6) ფასიანი ქაღალდები: მთავარი ბირჟა Nasdaq Copenhagen (დანია), სადაც დალისტულია Maersk და DSV კომპანიების აქციები.
მარტივი სქემა: აზია → Maersk გემები → ორჰუსის პორტი → DSV/რკინიგზა → ევროპა.
თუ შევაფასებთ გლობალური მასშტაბით, საერთაშორისო ქსელით, შემოსავლებითა და გავლენით, მაშინ ევროკავშირის სამი ყველაზე ძლიერი ლოგისტიკური კომპანიიდან, ორი დანიურია (Maersk და DSV - გერმანული DHL Group-ის შემდეგ), რაც აჩვენებს, რომ დანია მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად, გლობალურ ლოგისტიკაში განსაკუთრებულად ძლიერ პოზიციას იკავებს.
ბ.თ. დანიაში ლოგისტიკა არ არის ინდუსტრია — ეს არის ეროვნული ეკონომიკური მოდელი. სწორედ ამიტომ, დანია პატარა ქვეყანაა, მაგრამ გლობალური ლოგისტიკის ტოპ-ლიდერია.
ზურაბ მაღრაძე, DBA
წყაროები:
● portofaarhus.dk ● portofaarhus.dk