აზერბაიჯანის უსაფრთხოებას თურქეთის ქოლგა განსაზღვრავს, ხოლო სომხეთის მოკავშირედ ამ საქმეში საფრანგეთი მოიაზრება. ვინ არის საქართველოს რეალური და თან მუდმივი მოკავშირე?
ახალი გეოპოლიტიკური წესრიგით, საქართველოს რეალური მოკავშირე არის ბრიტანული ალიანსი. მაგრამ, ვინ არის საქართველოს მუდმივი მოკავშირე?
ეს არის შავი ზღვა!
საქმე ისაა, რომ ევროპაში ემიგრირებულ თავისუფლებისათვის მებრძოლ ჩეჩნებს, არ გააჩნიათ დღეს ისეთი შესაძლებლობა, როგორიც საქართველოს აქვს ევროპის "9 დათქმის" სახით, ევროკავშირის წევრობისთვის.
სომხეთს უჩნდება ევროინტეგრაციის შანსი. მას შეუძლია იქცეს საბაზრო ეკონომიკად. აზერბაიჯანსაც აქვს მომავალში ასეთი შანსი. მაგრამ, ისინი ვერ გახდებიან ფიგურა ქვეყნები. რამეთუ, ეკონომიკის ყველაზე დიდი მამოძრავებელი მოტორი, ეს არის საქონელგაცვლა, ვაჭრობა. ხოლო ვაჭრობის სფეროში კიდევ არის უფრო დიდი და დიდებული საქმე - საზღვაო ვაჭრობა.
მაგალითისთვის ევროპაში, ის ქვეყნები რომლებიც ფლობენ საზღვაო პორტებს, ძირითადად უსწრებენ ეკონომიკური განვითარების დონით არასაზღვაო ევროპულ ქვეყნებს.
გამოდის, რომ საქართველომ არა მხოლოდ თავისთვის უნდა შეასრულოს ევროკომისიის "9 დათქმა", არამედ მთლიანი კავკასიისთვის. რადგან, როცა კავკასიის ეკონომიკები გახდება თავისუფალი, მათ შეძლონ ინტეგრირება სწრაფად და წარმატებით მსოფლიო ბაზრებზე საქართველოს გავლით. მაშასადამე, საქართველოს როლური პასუხისმგებლობა თავშივე მაღალია, რამეთუ შავი ზღვა არის საქართველოს მთავარი და ბუნებრივი მოკავშირე.
საქართველოში საქმიან წრეებს გაცხადებული აქვთ ტურიზმის დარგის პრიორიტეტულობა. ტურიზმი თავისით უფრო სწრაფად განვითარდება, როგორც კი საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობის და სატვირთო ავიაციის სისტემების ფასიანი ქაღალდები განთავსდება თბილისის (კავკასიურ) საფონდო ბირჟაზე.
ამის გარეშე თავისუფლებისთვის ჩეჩნების ბრძოლას აზრი ეკარგება. კავკასიის თავისუფლების მოპოვება დღეს ქართველი ხალხის ხელშია.
"ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, ყოველგვარი თავისუფლება მიუღწევადია." - მარგარეტ ტეტჩერი.
საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ დაწესებული "9 დათქმა", რაც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დაკანონებას გულისხმობს. რომ შემდეგში დანარჩენმა კავასიამაც იგივეს გაკეთება შეძლოს. შედეგად კი მივიღოთ საერთო კავკასიური და მძლავრი ეკონომიკური უსაფრთხოება.
TRACECA.GE