News

ექსკლუზიური გეოპოლიტიკური ინფორმაცია

2025-12-24

25-07-2025

ჩვენს თვალწინ გლობალურ და კონტინენტურ  გეოპოლიტიკურ დაფაზე ხდება კოლოსალური ცვლილებები. ამის შესახებ არ მოგიყვებათ არც ერთი ქართველი ექსპერტი, სააგენტო, ბლოგერი,  ტელევიზია ან  პოლიტიკოსი. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ეს არის სუპერმნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა, რასაც დაარსებიდან სასტიკად ეწინააღმდეგება ისრაელის სახელმწიფო. ეს ცვლის ყველაფერს. 

საქმე ისაა, რომ ისრაელის სახელმწიფო დაარსდა  ყოვლად უსამართლო ორპოლუსიანი  გლობალური გეოპოლიტიკური  წესრიგის პირობებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უსამართლო კი იმიტომ რომ უამრავი ერი აღმოჩნდა მონობაში ან გავლენების სფეროში.  

სხვანაირი წესრიგის პირობებში, მაგალითად რომ არ მომხდარიყო საქართველოს ანექსია,  არც სსრკ შედგებოდა, სსრკ ვერ დაეპატრონებოდა აღმოსავლეთ ევროპას და მაშინ ისრაელის სახელწიფოს დაარსების არანაირი გეოპოლიტიკური შანსი არ იქნებოდა. 

ორპოლუსიან გლობალურ წესრიგში კი სხვა ერების თანხმობა არც  იყო საჭირო.  მხოლოდ ორი პოლუსი წყვეტდა და მათი  თანხმობით დაარსდა  კიდეც ისრაელის სახელმწიფო, ორივე პოლუსი - აშშ და მოსკოვი პატრონობდნენ ისრაელს. 

აქედან გამომდინარე ყოველთვის იყო გათვალისწინებული ისრაელის ნება და პალესტინის სახელმწიფოს შექმნის  გეოპოლიტიკური ნება უბრალოდ არ არსებობდა. 

კოლექტიური დასავლეთი იყო ერთი პოლუსი, მოსკოვი - მეორე. როცა წითელი სსრკ მოკვდა  და დამყარდა ერთპოლუსიანი წესრიგი, ისრაელი  გახდა აშშ-ს უფრო მჭიდრო მოკავშირე. 

უფრო მეტიც,  შიდა ამერიკულ ცხოვრებაში,  ჰენრი კისინჯერის და მთლიანად  ებრაული ლობის გავლენები კოლოსალურია. ტრამპიც ებრაელი ლობის მოყვანილია. ეპშტეინის სკანდალი ასევე ამის ერთერთი  დასტურია. ამიტომ არც  ერთპოლუსიან წესრიგში ჰქონდა პალესტინას სახელმწიფოს ქონის შანსი. 

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როცა ბარაკ ობამამ გამოაცხადა მრავალპოლარული სამყაროს კონცეფცია და ჩვენს კონტინენტზე დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობა, ანუ აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება მოსკოვის გავლენებისგან და აბრეშუმის გზის აღდგენა. ამიტომ სძულთ ობამა ორგანულად. 

დიდი ბრიტანეთი, ორპოლუსიანი წესრიგის თანაავტორი, ბრექსიტით  გამოვიდა კოლექტიური დასავლეთის გაერთიანებიდან, ევროკავშირიდან და  ჩაუდგა სათავეში აღმოსავლეთ ევროპას.

სულ ახლახანს გაფორმდა ბრიტანეთი გერმანიის ორმხრივი ალიანსი, ასევე  უმნიშვნელოვანესი  გეოპოლიტიკური აქტი. ანუ დასავლეთ ევროპა საბოლოოდ გადაეწყო ახალ წესრიგზე და აქ იწყება ყველაზე მთავარი. 

აშშ ორპოლუსიანი და ერთპოლუსიანი სამყაროს პოლუსი, აღარ არის კოლექტიური დასავლეთის ლიდერი და არ არის ძველ წესრიგში ჩარჩენილი ტრამპის პოლიტიკის შედეგად. ტრამპის იდეა "დიად ამერიკაზე"  გულისხმობდა  სწორედ ისევ ორ ან სამ პოლუსიან გლობალურ წესრიგს და ამის საპირწონედ ევროპამ ამერიკა მოიტოვა თამაშგარე მდგომარეობაში. ევროპა ავითარებს მრავალპოლარულ წესრიგს. 

ასე რომ აშშ აღარ არის კოლექტიური დასავლეთის ლიდერი. ლიდერია დიდი ბრიტანეთი, კონტინენტის მთავარი გეოპოლიტიკური "მეფე". 

დასავლეთ ევროპა გაერთიანებულია ბრიტანეთის ირგვლივ და ქმნიან ახალი აბრეშუმის გზის წესრიგს.

უკრაინის დაცვა და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება ევროპის უმთავრესი, როგორც უყვართ თქმა ეგზისტენციალური საკითხია, მთავარი გეოპოლიტიკური თემაა. ტრამპი ევროპის არათუ მოკავშირე არ არის  გეოპოლიტიკურ საკითხებში, პირიქით მეტოქეა, მაგრამ  გავლენა აღარ აქვს, ხელი რომ შეუშალოს...

ამიტომ ტრამპის მხარდაჭერით ისრაელი ცდილობს პალესტინის კუთვნილი მიწების მიტაცებას, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, სამართალს, მორალს, ზნეობას.  

უფრო გასაგებად: ისრაელს აღარ ჰყავს პატრონი"პოლუსები". ვაშინგტონის პოზიცია ტრამპმა  არათუ დაასუსტა, სულაც გაანადგურა. აგრესორ მოსკოვს კი პოზიციას არც არავინ ეკითხება.  

ისრაელი რა თქმა უნდა ასე იოლად არ დანებდება, იყვირებს - პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურებაზე იქნება ორიენტირებული და მაგვარები. ტრამპთან გაიქცევა ნეტანიაჰუ, რამე ჰქენიო. მაგრამ, მაგრამ, მაგრამ ... 

გეოპოლიტიკურ დაფაზე  შეიქმნა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გეოპოლიტიკური წინაპირობა ევროპის გეოპოლიტიკური ნებით. საფრანგეთს უეჭველი მხარს აუბამს ევროპაც და მსოფლიოც. პალესტინის სახელმწიფო დაარსდება და ევროპის მფარველობის ქვეშ პალესტინა იქნება მშვიდობიანი დემოკრატიული ქვეყანა. 

ასე რომ, ჩვენ ვესწრებით ორპოლუსიანი, ერთპოლუსიანი, ან ორნახევარ პოლუსიანი (აქაურმა პროფესორმა მოიფიქრა)  სამყაროს  საბოლოო აღსასრულს. მიმდინარეობს მრავალპოლარული (ბევრი პოლუსი, ბევრი ლიდერი ქვეყანა) გლობალური სამყაროს შენება. პალესტინის სახელმწიფო ერთერთი პირველი "აგურია". 

ეს ასევე ნიშნავს, რომ მოსკოვის პოლუსიც ჩაქრება და რუსეთის ფედერაციის ამ ფორმით არსებობას  არანაირი მომავალი არ აქვს. მითუმეტეს ვერავინ შეგვათრევს იქ რაც აღარ იარსებებს. 

საქართველოს ბედი გლობალურ გეოპოლიტიკურ დაფაზე წყდება და არც ერთ რეჟიმს არ ძალუძს  წინ აღუდგეს გეოპოლიტიკურ ნებას. 33 წელი ამერიკელი მემარჯვენე  რესპუბლიკელების სტანდარტებზე  გაზრდილ ქართველ პოლიტიკოსებს მოუწევთ ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებზე გადაწყობა, ან პოლიტიკიდან წასვლა.  

პატივცემულებო, პოლიტიკოსები არიან ყველაზე იოლად გამოსაცვლელი დეტალები დემოკრატიულ  სახელმწიფო მანქანაში, ისე როგორც ხუნდები ავტომობილში. პოლიტიკოსი გეოპოლიტიკას თუ არ ფლობს და პოლიტიკურ პროფესიაში მუდმივად არ სწავლობს, ქვეყნის მართვის უფლებას ვერ მიიღებს. 

წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გველოდება. ნუ აყვებით პროპაგანდას. გეოპოლიტიკას დაუჯერეთ და ენდეთ.


თეიმურაზ ზაქრაძე, ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტი