News

გეოპოლიტიკურად საქართველო და უკრაინა აღარასოდეს იქნებიან მოსკოვის გუბერნიები

2026-02-14

მემარჯვენე პროპაგანდის ნიაღვარი უხვად მოედინება ყველა ტელეარხიდან და უამრავი ფსევდოექსპერტისგან. სამი რამ უნდა ირწმუნოთ:

1. გეოპოლიტიკურად საქართველო და უკრაინა აღარასოდეს იქნებიან მოსკოვის გუბერნიები.

აღარასოდეს!

აბრეშუმის გზა მოსკოვის იმპერიის სიკვდილია. აბრეშუმის გზაზე თბილისი და კიევი ვანაცვლებთ მოსკოვს. 

2. მოსკოვის მოკავშირებია ისრაელი და აშშ-ს რესპუბლიკური პარტია. მათი ოლიგარქიული გავლენები რომ მოისპოს, ამისთვის ჩვენც და უკრაინასაც გვჭირდება დეოლიგარქიზაცია. ანუ, უნდა გვქონდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი ეკონომიკა არის რეალური დამოუკიდებლობა. უნდა შესრულდეს ევროპული რეკომენდაციები, 9 დათქმა. 

3. ქართული პროამერიკული პოლიტიკა უნდა დასრულდეს და უნდა გახდეს ევროპული.

მოსაზრება, რომ "ამერიკა გვიშველის" არის ბლეფი და ტყუილი. ამერიკა არ არის ამ ხმელეთის ნაწილი და ამ კონტინენტის გეოპოლიტიკაზე ხელი არ მიუწვდება.

ტრამპის ამერიკა საერთოდ აღარ არის დასავლეთის მხარეზე. ტრამპის მარშრუტი უსაფუძვლო ჭინთვებია და ისევე "ჩაიძირება", როგორც "3+3" ფორმატი. 

მკაფიოდ დაიჯერეთ, რომ გლობალური ლიდერი არის ევროპა ლონდონის წინამძღოლობით. ლონდონი არის ევრაზიული კონტინენტის გეოპოლიტიკური "მეფე". 

ლონდონის გარეშე ამ კონტინენტზე არ ხდება არაფერი. სსრკ-ც ლონდონმა, რკინის ლედიმ დაანგრია. 

ბრექსიტი არის კონტინენტის გეოპოლიტიკური შემობრუნება აბრეშუმის გზის აღდგენისკენ, რაც არ ყოფილა ბოლო ხუთასი წელი. 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამივე რესპუბლიკელი პრეზიდენტი - მამა-შვილი ბუშები და ტრამპი მოსკოვის გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ.

ტრამპის იმედი ვისაც გაქვთ, იგივეა თავის ტკივილის გამო გილიოტინას რომ შეუშვიროთ კისერი. 

ზევით ჩამოყალიბებული სამი მოცემულობა უნდა გაითავისოთ. პოლიტიკოსები და ექსპერტები, ვინც ამ მოცემულობებზე არ გიყვებათ და ამის ნაცვლად თავზე ნაცარს იყრიან - "არიქა გაგვყიდეს", "არიქა გადაგვაბარეს" და მსგავსები, უბრალოდ ნუ უსმენთ, ან სულაც მოისროლეთ "სანაგვეზე". 

პატრიოტები როცა მათ უჯერებთ, გეწყებათ "ისტერიკები" და კიდევ უფრო იძირებით პროპაგანდის ნიაღვარში.

თეიმურაზ ზაქრაძე, ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი