News

გეოპოლიტიკას წინასწარგანსაზღვრულობას უწოდებენ

2026-09-19

რეალურად, მომავალი ცნობილია... ოღონდ არსებული რეალობა და მონოპოლისტური პროპაგანდა ამ მომავალს ბინდავს.

ძველი, ორპოლუსიანი და, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამყარებული ერთპოლუსიანი, ყოვლად უსამართლო წესრიგი ნამდვილად ინგრევა.

ტრამპის სიონისტური ბრიგადა ძველ წესრიგს ებღაუჭება. ახალი წესრიგი კი ჯერ არ დამყარებულა.

სწორედ ამას უშლიან ხელს და ცდილობენ, თავიანთი ვარიანტები მსოფლიოს თავს მოახვიონ. წყალს ამღვრევენ და გეოპოლიტიკური დაფის აყირავებას ცდილობენ.

ერთი მხრივ, ისრაელის დაუფარავი გეგმა — „დიდი ისრაელი“ —, რომლის მიზნადაც ახლო აღმოსავლეთზე სრული კონტროლი და არაბული ნავთობის ისრაელის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება განიხილება. ამ შემთხვევაში ისრაელი მსოფლიო ნავთობის ბაზრის ლამის ნახევარს გააკონტროლებს და, ფაქტობრივად, შეძლებს, საკუთარი ნება მსოფლიოს უკარნახოს.

მეორე მხრივ, თურქეთი თავისი „დიდი თურანის“ იდეით, ფაქტობრივად, იმავე მიზნებისკენ მიისწრაფვის.

მოსკოვი ორ საუკუნეზე მეტია ფლობს კონტინენტის მთავარ გზაჯვარედინს — კავკასიას. სწორედ ამიტომ არსებობს ეს იმპერია და, რა თქმა უნდა, არ უნდა მისი დაკარგვა. კარგავს კავკასიას — და იმპერია მყისიერად ქრება რუკიდან.

ახალი წესრიგი, სახელად „აბრეშუმის გზა“, იმიტომაც მყარდება, რომ ცივილიზებულ დემოკრატიულ ევროპას კატეგორიულად აღარ სჭირდება აზიასთან სავაჭროდ ოლიგარქიული, ავტოკრატიული შუამავალი, როგორიც არის მოსკოვი. მით უმეტეს, არ სჭირდება არც „დიდი ისრაელი“ და არც „დიდი თურანი“...

იმპერიული წარმონაქმნები თავისუფალი ბაზრის მტრები არიან.

შესაბამისად, „აბრეშუმის გზის“ წესრიგში ნავთობის ბაზარიც თავისუფალი იქნება და კარტელური ნავთობი ვეღარ იქნება გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ზეწოლის იარაღი.

ასე რომ, მომავალი ნათელია. ოღონდ დღევანდელი რეალობა მას ბინდავს და ძალიან დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ მომავალ წესრიგში უმთავრესი გეოპოლიტიკური როლი სწორედ საქართველოს ექნება — დეოლიგარქიზებულ, დემოკრატიულ საქართველოს, თავისუფალი ბაზრითა და დემოკრატიული წესრიგით.

დემოკრატიულ, თავისუფალ ბაზარს თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება სჭირდება. ეს კი შეუძლებელი იქნება, სანამ კავკასია საბაზრო ეკონომიკების ერთიან სივრცედ არ ჩამოყალიბდება.

ჩვენც და ჩვენს მეზობლებსაც გვექნება თავისუფალი, დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკები.

საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ორომტრიალში არის უმთავრესი „გრან-პრი“, „ოქროს ბურთი“, მსოფლიოს ჩემპიონატის თასი, ოლიმპიური ოქრო...

საქართველო გახდება უმძლავრესი ფიგურა — დედოფალი გეოპოლიტიკურ დაფაზე.

„ლაზი ერი“ — ასე ეწოდება დედოფლის ფიგურას.

ასე რომ, მომავალი ცნობილია.

მხოლოდ ცხრა დათქმის შესრულება (ევროკომისიის 9 რეკომენდაცია) — ცხრა კლიტის გახსნა — გვჭირდება.

დეოლიგარქიზაცია და საბაზრო ეკონომიკა მყისიერად შეცვლის ქვეყანას, დააბრუნებს ემიგრანტებს და ოკუპირებულ მიწებს.

„აბრეშუმის გზის“ ახალ წესრიგში საქართველოს თვალის ჩინივით გაუფრთხილდებიან. დავითის საქართველოზე მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო ახალ წესრიგში.

ახლაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იწვის, მაგრამ აქ ქაოსი არც მტრებს სჭირდებათ და, მით უმეტეს, არც მოყვარეებს.

ქვეყნის მტრებად ცალსახად გვევლინებიან სიონისტები, ოლიგარქები, ამერიკის რესპუბლიკური პარტია, ისრაელი და მოსკოვი. სწორედ მათი ძალისხმევით დაამხეს ზვიად გამსახურდია, რომელიც საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასა და დაკანონებას ემხრობოდა.

დიდი ბრიტანეთი და ევროპა ცალსახად ჩვენი მოყვარეები არიან — ისინი ცხრა დათქმას და დეოლიგარქიზაციას მოითხოვენ.

ასე რომ, ძვირფასო თანამემამულენო, დაიჯერეთ: „აბრეშუმის გზის“ აღდგენა გარდაუვალია.

დღეს პაიკად ქცეული საქართველო ხვალ კონტინენტის მთავარი გეოპოლიტიკური ფიგურა გახდება.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი