
2025-04-01
"არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას აქვს დიდი ინტერესი, რომ სომხეთმა შეძლოს უახლოეს წლებში განავითაროს და განახორციელოს ამბიციური პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომელიც შექმნის კომუნიკაციებს ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის და დააახლოებს ამ რეგიონებს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სამშვიდობო შეთანხმებასთან და მის უმოკლეს დროში ხელმოწერასთან“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, საჭიროა საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიცია ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში.
“ამ საკითხში არის ორმხრივი კავშირი. რაც უფრო დიდია სტაბილურობა ამ რეგიონში, მით მეტია ასეთი ინვესტორების პოვნის ალბათობა”, – ხაზგასმით აღნიშნა შტაინმაიერმა.
ინფო: ge.armradio.am