
2026-04-28
დღეს, 2026 წლის 28 აპრილს, ყარსში გაიმართა თურქეთ-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის აღდგენასა და ექსპლუატაციაში გაშვებას მიეძღვნა.
მხარეებმა განიხილეს რკინიგზის რეაბილიტაციის ტექნიკური და ლოგისტიკური საკითხები. ეს პროცესი ნაწილია იმ შეთანხმებისა, რომელიც 2025 წლის სექტემბერში ერევანში გამართულ მე-6 შეხვედრაზე შედგა.
აღნიშნული სარკინიგზო ხაზი ათწლეულების განმავლობაში უმოქმედო იყო (საზღვარი 1993 წლიდან დაკეტილია). მისი აღდგენა განიხილება, როგორც ნდობის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ნაბიჯი.
სომხეთში აშშ-ის საელჩომ ამ შეხვედრას „ისტორიული პროგრესი“ უწოდა. პროცესს საფუძველი ჩაეყარა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა უმასპინძლა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
დათო გოჩავა