News

მნიშვნელოვანი სიახლეები ტრასეკას ქვეყნებში - მაისი, 2026

2026-05-12

ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დაამტკიცა კანონი, რომელიც რატიფიცირებს ყაზახეთსა და ტაჯიკეთს შორის მოკავშირეთა ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებას. შეთანხმება, სავარაუდოდ, გააძლიერებს ვაჭრობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების თანამშრომლობას და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან განვითარებას [caspianpost.com]

* * *

5 მაისს, სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს. [newsplus.ge]

* * *

10 მაისს ილჰამ ალიევმა დააანონსა ზანგილანის ახალი სატრანსპორტო კვანძის შესახებ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში და ესაზღვრება სომხეთს და ირანს. ზანგილანი ორ მეზობელ ქვეყანასთან დამაკავშირებელ სასაზღვრო კარიბჭის ფუნქციას შეასრულებს. ბაქოდან ზანგილანში მგზავრობა რკინიგზით იქნება შესაძლებელი. რკინიგზა გაგრძელდება და შეუერთდება ზანგეზურის დერეფანს, რათა დაუკავშირდეს ნახიჩევანს. მომავალ წელს რკინიგზით მიმოსვლა ხანქენდიშიც [მთიანი ყარაბაღის ცენტრი] დაიწყება. ამავდროულად, ირანის საზღვარზე ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო სასაზღვრო-საბაჟო ინფრასტრუქტურა აღბენდში ამჟამად მშენებლობის პროცესშია. ზანგილანიდან აღბენდის გავლით სპარსეთის ყურისკენ; აქედან ნახიჩევანისკენ, შემდეგ ჯულფასკენ და კვლავ სპარსეთის ყურისკენ. ეს ადგილი საერთაშორისო ცენტრად იქცევა. [president.az]

* * *

ბაქო და ასტანა კასპიის ზღვის განვითარების ერთობლივ პროექტს ამზადებენ, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი მიწის სამუშაოების საწარმოს შექმნას გეგმავენ. ინიციატივა ყაზახეთის მთავრობის რეზოლუციის პროექტშია ასახული, სახელწოდებით „შუა დერეფნის განვითარების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ“ [caspianpost.com]

* * *

თურქმენეთის ხელისუფლებამ კასპიის ზღვაზე თურქმენბაშის ნავსადგურამდე, აშხაბად - თურქმენბაშის რკინიგზის მოდერნიზაციის ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამავდროულად, დაგეგმილია აშხაბადსა და თურქმენაბაშს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის რეკონსტრუქცია. 

თურქმენეთის მთავრობის განცხადებით, უზბეკეთის საზღვრიდან კასპიის ზღვამდე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, შუა დერეფანს ჩინური ტვირთნაკადების მოზიდვაში კონკურენციას გაუწევს. სხვა მოსაზრებით, თურქმენეთის მარშრუტს შეუძლია რეგიონში არა კონკურენციის, არამედ სინერგიის ეფექტის შექმნა, დამატებით დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებით. იგულისხმება კასპიის ზღვის „ვიწრო ადგილების“, კერძოდ ყაზახეთის ნავსადგურებზე დატვირთვის შემცირება. საქართველოსთვის აღნიშნული ორივე ფაქტორი - კონკურენცია და სინერგიის ეფექტის მიღწევაც, გააძლიერებს ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს.

ჩინეთის ჩართულობით და რუსეთის გვერდის ავლით მიმდინარე ფინანსურად ყველაზე ტევადი ($4,7 მლრდ) სარკინიგზო მარშრუტის  (ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი) მშენებლობის პარალელურად, თურქმენაბადი - თურქმენბაშის სარკინიგზო ხაზი TRACECA-ს პროგრამის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. თურქმენეთი ჩინური ლოკომოტივების მწარმოებლებთან 20 წელზე მეტია თანამშრომლობს. ამჟამად, თურქმენეთის მოძრავი შემადგენლობა ჩინეთიდან მოწოდებულ 180 ლოკომოტივსა და 423 ვაგონს მოიცავს. [transcor.ge]

TRACECA.GE