News

ამ პატარა ქვეყანაში...

2025-12-14

ამ პატარა ქვეყანაში გვაქვს 26060 მდინარე, 856 ტბა, 44 წყალსაცავი, 49 სახეობის ნიადაგი, 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 2.718.000 ჰა ტყე, 300 ჰა ტორფის საბადო, ინერტული რესურსების და მოსაპირკეთებელი ქვების 594 საბადო, 130 მლნ ტონა ბენტონიტი, 33 ბარიტის საბადო, 13300 სახეობის ფლორა, 80 მლრდ ტონა მარგანეცი, 315 კმ ზღვის სანაპირო, 102 კურორტი, 68 სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი, 11600 ეკლესია-მონასტერი, რვა ათასწლოვანი ღვინის კულტურა, სამი სახეობის დამწერლობა და სამი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა და ამ დროს…

ამ დროს არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. არა გვაქვს საფონდო ბირჟა. არა გვაქვს მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრება, რაც უფასო აუქციონით ციფრულ დენაციონალიზაციას ნიშნავს. თუ გვინდა რომ აგროინდუსტრია განვითარდეს, თავად უნდა ვაწარმოებდეთ სასუქებს. თუ გვინდა რომ მედიცინა განვითარდეს, თავად უნდა ვქმნიდეთ ლაბორატორიებს… ამ ყველაფერს ჭირდება მასალები, ნახევარფაბრიკატები, ტარა, ინვენტარი, დანადგარები, ტექნოლოგიები და რომელთა ხელმისაწვდომობაც თანამედროვე რკინიგზებით და პორტებით მიიღწევა. შექმნილი პროდუქციის ექსპორტი კი ამავე სატრანზიტო არხებითაა შესაძლებელი. ანუ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობაა დღეის გამოწვევა.

ამ დროს ჩვენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ემიგრაციიდან ემიგრაციამდე და მიტინგიდან მიტინგამდე ვაგრძელებთ ცხოვრებას.

tv9news.ge