
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.
"ეს არის პირველი და მთავარი კანონი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო და ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება ორივე მხარის უფლებების გათვალისწინებით. ამ საკითხის გადასაჭრელად, ამჟამად ვმუშაობთ ირანისთვის გზის მომზადებაზე, რათა ჩვენმა საყვარელმა აზერბაიჯანელმა ძმებმა და დებმა ირანის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანში ჩასვლა შეძლონ. ამ მიმართულებით გზებისა და რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევთანხმდით ამ საკითხზე და ღვთის ნებით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციის დამყარებაში არანაირი დაბრკოლება არ იქნება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის AzTv-თან ინტერვიუში.
ინფო: ge.armradio.am