საქართველოში დღეს ყველა ყველაფერზე საუბრობს - "პოლიტიკოსი", "ბიზნესმენი" თუ "ექსპერტი", გარდა რკინის აბრეშუმის გზის და ევროპის 9 პუნქტისა. მთელი ჩინეთი და მთელი ევროპა საერთაშორისო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვებს ანიჭებს უპირატესობას. საქართველოში შუა დერეფნის შესახებ საუბრობენ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა თითქოს ემირატებში გადიოდეს და არა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის იდეა აფხაზეთის და ყირიმის გავლით, წარმოადგენს სულ ცოტა ათწლეულის შემდეგ პერსპექტივას. საუბრობენ ასევე ანაკლიის პორტის შესახებ, რომელიც არ არსებობს და ვერც იარსებებს, სანამ არ შესრულდება ევროპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული "9 პუნქტი", სანამ არ დასრულდება შავი ზღვის მწვანე კაბელის მშენებლობა და სანამ სრულად არ დაიტვირთება მსოფლიო ბანკის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშით განსაზღვრული ახალქალაქის ლოგისტიკური ცენტრი. რომელიც წლიურად უნდა მოემსახუროს 17 მლნ ტონა ტვირთს და 5 მლნ მგზავრს აზიიდან ევროპისკენ და პირიქით.
TRACECA.GE