
2026-06-17
იტალიასა და უზბეკეთს შორის ექსპორტ-იმპორტი ბოლო წლებში აქტიურად იზრდება და იტალია უზბეკეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში.
ძირითადი მაჩვენებლები
● 2023 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 502.5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტი იყო.
● 2024 წელს უზბეკეთის იმპორტი იტალიიდან შეადგენდა დაახლოებით 368 მილიონ დოლარს.
● 2024 წელს უზბეკეთის ექსპორტი იტალიაში შეადგენდა დაახლოებით 35 მილიონ დოლარს.
რას ყიდის იტალია ძირითადად უზბეკეთში?
● სამრეწველო და ტექსტილის დანადგარები;
● ელექტრონული მოწყობილობები;
● სამედიცინო და ოპტიკური აპარატურა;
● ფარმაცევტული პროდუქცია;
● ავტომობილები და სათადარიგო ნაწილები.
რას ყიდის უზბეკეთი იტალიაში?
● ტექსტილი და ნაქსოვი ქსოვილები;
● ბამბა;
● სპილენძი;
● ტანსაცმელი;
● სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
ბიზნესის შესაძლებლობები
იტალიასა და უზბეკეთს შორის ვაჭრობაში, ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებებად ითვლება: ტექსტილი და ტანსაცმელი; აგროპროდუქცია (ჩირი, ხილი, ბოსტნეული); სამშენებლო მასალები; ფარმაცევტიკა; სამრეწველო ტექნიკა და დანადგარები.
მარშრუტის ეტაპები
უზბეკეთი → ყაზახეთი: ტვირთი მიემართება ტაშკენტიდან აქტაუს ან კურიკის პორტამდე რკინიგზით.
კასპიის ზღვა: ვაგონები ან კონტეინერები ბორანით გადაიყვანება ბაქოს/ალათის პორტში.
აზერბაიჯანი → საქართველო: გადაადგილება ხდება სარკინიგზო ქსელით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
საქართველო → ევროპა
ორი ძირითადი ვარიანტი:
ფოთი/ბათუმი → შავი ზღვა → ბულგარეთი/რუმინეთი → იტალია;
ან თურქეთის გავლით პირდაპირ ევროპულ სარკინიგზო ქსელში.
ევროპა → იტალია: საბოლოო მიწოდება ხდება იტალიის ლოგისტიკურ ჰაბებში, მაგალითად ტრიესტი, მილანი ან ბოლონია.
სრული სატრანზიტო დრო 10 - 18 დღე.
ძირითადი უპირატესობები
● რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლა.
● სრული მულტიმოდალური ჯაჭვი (რკინიგზა + ბორანი + რკინიგზა).
● საქართველოს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია (ახალქალაქი, ფოთი, ბათუმი).
● პირდაპირი კავშირი ევროპულ ლოგისტიკურ ცენტრებსა და იტალიის პორტებთან.
ამჟამად, იტალიასა და უზბეკეთს შორის ტვირთის გადაზიდვა ძირითადად რამდენიმე მარშრუტით ხორციელდება:
1. შუა დერეფანი
ბოლო წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება: იტალია → სლოვენია/ხორვატია → თურქეთი → საქართველო → აზერბაიჯანი → კასპიის ზღვა (ბორანი) → ყაზახეთი → უზბეკეთი
უპირატესობები:
● შედარებით სწრაფი ტრანზიტი;
● რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლა;
● კარგი ვარიანტია კონტეინერული ტვირთისთვის.
2. საზღვაო + სარკინიგზო მარშრუტი
იტალიის პორტები (ტრიესტი ან გენუა) → საქართველოს პორტები (ბათუმი ან ფოთი) → საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა → კასპიის ზღვა → ყაზახეთი → უზბეკეთი.
3. საჰაერო გადაზიდვა
მარშრუტი: მილანი / რომი → ტაშკენტი
უპირატესობები:
● 1–5 დღე;
● მაღალი ღირებულების ან სწრაფად ფუჭებადი საქონლისთვის.
ნაკლოვანება:
● ყველაზე ძვირია.
4. საავტომობილო გადაზიდვა
იტალია → სლოვენია → ხორვატია → სერბეთი → ბულგარეთი → თურქეთი → საქართველო → აზერბაიჯანი → კასპიის ზღვა → ყაზახეთი → უზბეკეთი.
ვარგისია:
● ნაწილობრივი ტვირთებისთვის (LTL);
● მცირე და საშუალო მოცულობის პარტიებისთვის.
ვინაიდან რკინიგზა წარმოადგენს ეკოლოგიურ, შედარებით იაფ, სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტის სახეობას, უახლოეს მომავალში, იტალიასა და უზბეკეთს შორის, ყველაზე მოსახერხებელ სატრანზიტო მარშრუტად ჩამოყალიბდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულება. რადგან ამ მარშრუტის უპირატესობები იქნება შემდეგი:
● მულტიმოდალურ ჯაჭვში სატრანზიტო დრო მცირდება, მხოლოდ კასპიის ზღვაზე საბორანო გადაზიდვით.
● ბაქოს პორტიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ტვირთები გადაიზიდება სტამბოლამდე.
● თურქეთის სარკინიგზო კავშირი ევროპის სარკინიგზო ქსელთან, უზბეკეთიდან იტალიაში და ასევე პირიქით, იტალიიდან უზბეკეთში, გადაზიდვებს ცალკე მძლავრ უპირატესობას ანიჭებს.
● რკინიგზა უფრო ნელია, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გადაზიდვის სერვისი, თუმცა პროგნოზირებადი, რადგან მატარებლები ფიქსირებული გრაფიკით ხელმძღვანელობენ .
წინაპირობები
● CASCA+ სატრანზიტო მულტიმოდალურ მარშრუტზე (ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რკინიგზების ერთობლივი ინიციატივა) უზბეკეთის სარკინიგზო საკონტეინერო ოპერატორმა 2025 წლის ოქტომბერში გადაზიდვების გაფართოება დააანონსა.
● უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მანსურჯონ რასულევის თქმით, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოსთან ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევის მიმართულებით.
● უზბეკეთს და იტალიას ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება დაწყებული აქვთ.
● გაერთიანებული სამეფო და უზბეკეთი ამა წლის თებერვალში, ურთიერთობების გაღრმავების გზამკვლევზე შეთანხმდნენ. ეს გააძლიერებს უზბეკეთის, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ახალი ეკონომიკური ცენტრის პოზიციას.
● "დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია", - ეს სიტყვები ეკუთვნის გაფართოების საკითხებში ევროკომისარს მარტა კოსს.
ზურაბ მაღრაძე
გამოყენებული მასალები:
daryo.uz / esteri.it / tradingeconomics.com
gtaic.ai / tradingeconomics.com / ciuz.info