
2025-05-24
2023 წელს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ერთობლივი საინვესტიციო ფონდის დაარსება, რომლის მოცულობა 300 მლნ დოლარით განისაზღვრა.
2025 წლის მარტში ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ერთობლივი საინვესტიციო ფონდით, პირველი პროექტის – აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურში ინერმოდალური ტერმინალის გაფართოების შესახებ.
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის წინაპირობას, ქვეყნებს შორის ინსტიტუციური სახის პროექტების რეალიზება წარმოადგენდა. თანამშრომლობის არეალი, ფონდის დაარსებისთანავე იქნა განსაზღვრული – აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურის ეკონომიკური ზონის და ყაზახეთში ანალოგიური თავისუფალი ეკონომიკური ზონების ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება, რაც ერთობლიობაში მიმართული იქნებოდა შუა დერეფნის განვითარებისკენ. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფინანსური სახსრების, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ – ბოჭკოვანი მაგისტრალის „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში მიმართვაზე.
2024 წელს ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მხარეები, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფარგლებში აზერბაიჯანის ნავსადგურ ალიათში ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალის გაფართოების პროექტის სამშენებლო მიმართულების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის მხარეს წარმოადგენს კომპანია Xi’an Free Trade Port Construction and Operation.
ალიათის ნავსადგურის კომლექსის პირველი ფაზა – 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, რომელსაც საწყის ეტეპაზე წლიურად 15 მლნ ტონა ტვირთის და 100 000 ერთეული TEU ს გადამუშავება შეეძლო. ნავსადგურს გააჩნია Ro-Ro ს ტიპიის საბორნე გემების მიღების შესაძლებლობა.
ალიათის ნავსადგურის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, სანავსადგურე კომპლექსის გენერალური გეგმა შედგენილი იყო ნიდერლანდური კომპანია Royal Haskoning ის მიერ ხოლო მშენებლობა ადგილობრივმა აზერბაიჯანულმა კომპანია ევრასკონმა განახორციელა.
ჩატვირთვა – გადმოტვირთვის სამუშაოების ეფექტიანობის გასაზრდელად ნავსადგურში დამონტაჟდა გერმანული წარმოების 80, 40, და 32 ტონიანი ტვირთამწეობის ექვსი ახალი ამწე. დამატებით მოეწყო 1000 ერთეული კონტეინერის ერთდროული განთავსების ინფრასტრუქტურა.
აზერბაიჯანი ახალი ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, მხოლოდ შუა დერეფნის მიმართულებით წარმოქმნილი ტვირთნაკადების გადამუშავებას არ ვარაუდობდა, მხედველობაშია მისაღები, რომ აზერბაიჯანი რუსეთი – აზერბაიჯანი – ირანის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სრულუფლებიანი მოთამაშეა, რომელმაც ორი დერეფნის გადაკვეთის ადგილზე ალიათის ნავსადგურის სახით, მძლავრი ინფარსტრუქტურული ობიექტი შეიყვანა ექსპლუატაციაში.
2023 წელს ალიათის ნავსადგურმა 44 ათასი ერთეული TEU გადაამუშავა, მომდევნო ერთ წელიწადში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 73% ით გაიზარდა და 2024 წელს 77000 TEU-ს მიაღწია.
სადღესოდ ალიათის ნავსადგურის არსებული საკონტეინერო სიმძლავრე 100 000 ერთეული TEU – 77%-ით არის ათვისებული. თუ მოკლევადიან პერსპექტივას გავითვალისიწნებთ 2025 წელს ნავარაუდევია შუა დერეფნით 600 ბლოკ მატარებლის გატარება, ნათელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ალიათის ნავსადგურის გაფართოება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით განისაზღვრა ალიათის ნავსადგურის არსებული გამტარუნარიანობის წელიწადში 15-დან 25 მლნ ტონამდე გაზრდა, ხოლო საკონტეინერო სიმძლავრეების ეტაპობრივად 500 000 ერთეულ TEU-მდე აყვანა.
ერთობლივი საინვესტიცო ფონდის ფინანსური რესურსები, პირველ რიგში მიმართული იქნება საკონტეინერო სიმძლავრეების გასაფართოებლად.