ევროპის კავშირი ანხორციელებს 32 მილიონი ევროს ინვესტირებას, გრანტის სახით, სარკინიგზო გადაზიდვების დერეფნის "ჩრდილოეთი - სამხრეთი" მოლდოვის მონაკვეთის აღორძინებაში. "მოლდოვის რკინიგზამ" 8 ნოემბერს გააფორმა შეთანხმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან - ბერძნულ კომპანიასთან Obermeyer Hellas და გერმანულ კომპანიასთან DB Engineering & Consulting.
სულ აღდგება 375 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი. ამავე დროს გათვალისწინებულია მოლდოვის სარკინიგზო ქსელის ევროპის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა. პროექტი ხორციელდება ევროპის კავშირის ინიციატივის "სოლიდარობის ხაზები" (Solidarity Lanes) ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2022 წელს, რათა უკრაინას გაუადვილდეს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები.
დათო გოჩავა
პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი