News

ახალი მარშრუტები აბრეშუმის გზაზე!

2026-07-04

7-8 ოქტომბერს, Marine Shipping and Forwarding (MSF) მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ბიზნეს გამოფენაში „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, რომელიც ქალაქ ტაშკენტში, JW Marriott-ში გაიმართება.

ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ასევე უზბეკეთის სავაჭრო პალატისა და EuroUZ-ის მხარდაჭერით ტარდება. ეს მასშტაბური პლატფორმა 4000-ზე მეტ სტუმარსა და წამყვან საერთაშორისო ბიზნესს გააერთიანებს.

როგორც ლოგისტიკური სერვის-პროვაიდერი, გამოფენაზე წარვადგენთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გლობალურ ვაჭრობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტიანს ხდის.

New Silk Road Network-ისა და Marco Polo Line-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, აბრეშუმის გზის დერეფანში პარტნიორებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები შევთავაზოთ.

■ 7-8 ოქტომბერი, 2026 წელი. ტაშკენტი, უზბეკეთი. სასტუმრო JW Marriott Hotel Tashkent

 MSF ▪︎ Marine Shipping and Forwarding 

facebook.com