News

ვერავინ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ გზას, მით უმეტეს - მოსკოვი!

2026-08-19

1991 წლის 9 აპრილი — საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1993 წლის 3 მაისი — ბრიუსელში ევროკავშირის ინიციატივით და საქართველოს მონაწილეობით დაიწყო TRACECA-ს პროგრამა, 

1999 წლის 27 აპრილი - საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

1999 წლის 2 აგვისტო, აშშ (პრეზიდენტი კლინტონი) - წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „აბრეშუმის გზის სტრატეგიის აქტი“.

აქტის მთავარი მიზნები იყო:

● საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება;

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა;

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება;

● რეგიონული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა;

● აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სავაჭრო კავშირების განვითარება;

● აშშ-სა და რეგიონს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერება.

2009 წლის 7 მაისი, პრაღის სამიტი - ევროკავშირთან დაახლოების მიზნით შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა.

2014 წლის 27 ივნისი, ბრიუსელი — საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

2015 წლის აპრილი — საქართველო საერთაშორისო კომბინირებული სატვირთო სარკინიგზო - მულტიმოდალური პროექტის "ვიკინგი" სრულუფლებიანი წევრი გახდა, რომელიც 2003 წლიდან აკავშირებდა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებს. 

2015 წლის 27 აგვისტო — თბილისში, კრწანისში, გაიხსნა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

2016 წლის 26 ოქტომბერი - საქართველო შეუერთდა აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით დაფუძნებულ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას CAREC.

2017 წლის 27 თებერვალი - ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცეში, საქართველოსთვის.

2019 წლის 4 მარტი - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

2020 წლის 18 ივნისი - გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენცია, სადაც განიხილეს პარტნიორობის მომავალი 2020 წლის შემდეგ, მათ შორის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ციფრული კავშირები და პოლიტიკური თანამშრომლობა.

2020 წლის 13 ივლისი - ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსიის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცა.

2021 წლის 17 მაისი, კიევი — საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითაც შეიქმნა „ასოცირებული ტრიო“. მისი მიზანი იყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია.

2022 წლის 20 სექტემბერი -  ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის.

2023 წლის 14 დეკემბერი — ევროპის კავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

2025 წლის 4 აპრილი, სამარყანდი -  ევროკავშირი–ცენტრალური აზიის პირველ სამიტზე გამოცხადდა €12 მილიარდის Global Gateway საინვესტიციო პაკეტი კრიტიკული ნედლეულისთვის, სწორედ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებისთვის.

რამდენიც არ უნდა ეცადოს ვინმე, დიდი აბრეშუმის გზის ევროპული კარიბჭის - საქართველოს ბუნებრივი და ისტორიული სახელმწიფო ფუნქციის აღდგენას, ვერავინ ვეღარ შეაჩერებს, მით უმეტეს - მოსკოვი!

ზურაბ მაღრაძე, DBA