
2026-07-06
„ლენდლორდის“ (Landlord) მოდელი არის პორტების მართვის ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც სახელმწიფო ფლობს მიწას და ბაზისურ ინფრასტრუქტურას, ხოლო უშუალო ოპერირებასა და მენეჯმენტს კერძო კომპანიებს გადასცემს.
მსგავსი მოდელია საქართველოს რკინიგზის შემთხვევაშიც, მაგრამ რა მდგომარეობაშია რკინიგზა, ვხედავთ. მთავარია არა მოდელი, არამედ კორპორაციული მართვის პრინციპების უზადო დაცვა, რაც ჩვენი რკინიგზის შემთხვევაში საერთოდ უგულვებელყოფილია.
„საქართველოს რკინიგზაც“ ფორმალურად სუვერენული აქტივია, რომელსაც სახელმწიფო ფლობს, მაგრამ სინამდვილეში გვაქვს ნეპოტიზმი, ბიუროკრატია და არაკომპეტენტურობა.
ნამდვილი „ლენდლორდის“ მოდელის დროს, მმართველ საბჭოში უნდა ისხდნენ დამოუკიდებელი, საერთაშორისო დონის პროფესიონალები და არა პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პირები. რკინიგზაში ეს პრინციპი სრულად დარღვეულია, ამიტომ გვაქვს არაეფექტიანი სარკინიგზო კომპანია, რომლის გადაზიდვების მოცულობა მცირდება, ხოლო წმინდა მოგება - „იზრდება“.
მაშასადამე, მოდელის შეცვლა და ჩინური მონოპოლიის თავიდან აცილება სწორი ნაბიჯია, მაგრამ ილუზიაა ფიქრი, რომ 'ლენდლორდის' მოდელი ავტომატურად გადაარჩენს პროექტს. თუ ანაკლიაშიც იგივე სტილის მენეჯმენტი მივიღეთ, რაც "საქართველოს რკინიგზაში" გვაქვს — კორპორაციული მართვის გარეშე — პორტი დასავლური ჰაბის ნაცვლად მორიგ ჩავარდნილ სახელმწიფო საწარმოდ იქცევა.
დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი