
საქართველოს ურყევი გეოპოლიტიკური მეგობრები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე. ოღონდ ბოლო ხუთი საუკუნე აღმოსავლეთ ევროპაზე ბატონობდა მასკოვიის იმპერია და ერთნაირად გაჭირვებულ დღეში ვიყავით.
ძალიან დავაღალატეთ აღმოსავლეთ ევროპა 1795 წელს კრწანისის მარცხით. შედეგად დაიშალა აღმოსავლეთ ევროპის დამცველი გაერთიანება "რეჩ პოსპოლიტა"[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა] და მასკოვია იმის მერე სრულად დაეპატრონა აღმ. ევროპას.
მრავალტანჯული, მრავალჯერ გაყოფილი და საზღვრებგადაკერილი პოლონეთის ისტორია სწორედ აღმოსავლეთ ევროპაზე მასკოვიის გავლენებისთვის ბრძოლის ნათელი მაგალითია.
ბალტიიდან შავ ზღვამდე ქვეყნების ჯაჭვში თუნდაც რომელიმე რგოლს როცა ეუფლებოდა მოსკოვი, ამით იბლოკებოდა აღმოსავლეთ ევროპის მთელი ღერძი.
აღმოსავლეთ პარტნიორობა ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის სრულად გათავისუფლებას და აბრეშუმის გზის აღდგენას. ასევე ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
ქვეყნების ღერძი ბალტიიდან შავ ზღვამდე ხდება კონტინენტის წამყვანი გეოპოლიტიკური ძალა. ასეთი რამე არ ყოფილა დიდი დავითის დროსაც კი როცა საქართველო იყო აბრეშუმის გზის კარიბჭე. დღევანდელი თავისუფალი ბაზრის დემოკრატიულ ევროპაშია ეს შესაძლებელი.
მოსკოვი უკრაინაში ომობს სწორედ აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენების აღსადგენად, რის გარეშეც ეს იმპერია უბრალოდ ვეღარ იარსებებს და დაკარგავს ყველა დანარჩენ მიტაცებულ მიწებსაც. მასკოვიის იმპერიას სავაჭრო გზებზე კონტროლით უდგას სული.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გათავისუფლება ევროპის უმთავრესი საკითხია და ყოველი ქართველი საკუთარი სამშობლოსავით უნდა ვქომაგობდეთ უკრაინას, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს, მოლდოვას, აზერბაიჯანს, სომხეთს და ბელორუსის გათავისუფლებაც ჩვენი ეროვნული ინტერესია.
დიდი ბრიტანეთის თამადობით ასეთი ერთიანი ევროპა არ ყოფილა არასდროს და ერთიანი ევროპის ეგზისტენციალური საკითხია აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება.
უკრაინის დაცვაზე და გამარჯვებაზე გადის აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამის ფონზე უნდა გვესმოდეს, რაოდენ მავნებლურია ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ცდილობს კრიმინალი პუტინი დააბრუნოს გლობალური პოლიტიკის ველზე. ტრამპი პუტინის შეხვედრის თავად ფაქტი, უკვე არის მოსკოვის პოლიტიკური გამარჯვება და ტრამპის ამერიკას ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ აყენებს. ოღონდ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ტრამპი და პუტინი ვერაფერს გადაწყვეტენ ევროპის გარეშე.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი