News

სამგზავრო მატარებლების სიჩქარის დიაპაზონი

2026-05-26

სარკინიგზო სტანდარტების, მათ შორის, „საერთაშორისო სარკინიგზო კავშირის“ (UIC) მიხედვით, High-Speed სამგზავრო მატარებლების სიჩქარის დიაპაზონი ასე იყოფა:

✔️ 160 – 200 კმ/სთ: ეს არის ზღვარი ტრადიციულ და Higher-Speed რკინიგზას შორის. ასეთი სიჩქარით მოძრავი მატარებელის სახელია Higher-Speed Train (HrST) (ასევე Semi-High Speed). ეს არის ზუსტად „შტადლერის“ კლასი საქართველოში (მაქსიმალური სიჩქარე - 160 კმ/სთ).

✔️ 200 – 250 კმ/სთ: ეს არის მინიმალური ზღვარი არსებული ლიანდაგების მოდერნიზების შემთხვევაში. თუ ძველი ხაზის რეკონსტრუქცია მოხდა, მატარებელმა High-Speed სტატუსი რომ მიიღოს, ამ დიაპაზონში უნდა მოძრაობდეს. ასეთი სიჩქარით მოძრავი მატარებელის სახელია High-Speed Train (HST). მინიმალური ევროპული სტანდარტი. აქ შედის ძირითადად მოდერნიზებული ძველი ხაზები ან პირველი თაობის High-Speed მატარებლები.

✔️ 250 – 350 კმ/სთ: ეს არის სტანდარტული დიაპაზონი სპეციალურად აშენებული Hihg Speed მაგისტრალებისთვის. მსოფლიოს წამყვანი მატარებლების უმრავლესობა (ფრანგული TGV, გერმანული ICE, იაპონური Shinkansen) სწორედ ამ სიჩქარით მოძრაობს. ასეთი სიჩქარით მოძრავი მატარებელის სახელია Very High-Speed Train (VHST). აი, ეს არის კლასიკური ევროპული და იაპონური „ტყვია-მატარებლების“ („Bullet Trains“) ძირითადი ზონა. სპეციალურად აშენებული, სწორი ტრასები, სადაც მატარებლები სრულად იყენებენ თავიანთ აეროდინამიკურ პოტენციალს.

✔️ 350 კმ/სთ-ის ზემოთ: ეს უკვე არის ულტრა-მაღალი სიჩქარის ზონა (Ultra High-Speed), სადაც ძირითადად ჩინური High-Speed მატარებლები (მაგალითად, Fuxing სიხშირით 400 კმ/სთ) და მაგნიტურ ბალიშზე შემდგარი (Maglev) მატარებლები მოძრაობენ. 

თუ ფოლადის რელსების სტანდარტულ ტექნოლოგიას გავცდებით, შემდეგი ეტაპებია:

✔️ Hyper High-Speed (Maglev-ის კლასი): 500 – 600+ კმ/სთ.

ეს არის მაგნიტურ ბალიშზე შემდგარი მატარებლები (Magnetic Levitation), რომლებსაც რელსებთან ფიზიკური შეხება (ხახუნი) არ აქვთ. მაგალითად, იაპონიის უახლესმა L0 Series Maglev-მა ტესტებზე 603 კმ/სთ განავითარა.

✔️ Supersonic Rail / Near-Vacuum (Hyperloop-ის კლასი): 1000 – 1200 კმ/სთ. ეს უკვე რკინიგზის მომავალია — ვაკუუმურ მილებში მოძრავი კაფსულები, რომლებიც ბგერის სიჩქარეს უახლოვდებიან (რადგან ჰაერის წინააღმდეგობა ნულამდეა დაყვანილი).

დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი