News

TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მე-17 ყოველწლიური შეხვედრა

2025 წლის 26 თებერვალს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, თეირანში გაიმართა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეჩვიდმეტე ყოველწლიური შეხვედრა, სადაც IGC TRACECA-ს თავმჯდომარეობის მანდატი საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკას (IRI) გადაეცა.

შეხვედრის ფარგლებში, MLA წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებმა გააკეთეს განცხადებები და წარმოადგინეს ანგარიშები საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. სიტყვა ასევე მიეცა დამკვირვებელი ქვეყნის - საბერძნეთის რესპუბლიკის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის ECO, BSEC, IRU, OSJD, ECAC და TITR.

შეხვედრის დღის წესრიგში შედიოდა პრიორიტეტული საკითხები მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებასთან, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასთან, გაციფრულებასთან და ასევე, TRACECA-ს შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

დასკვნის სახით ხელი მოეწერა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ასახულია გაწეული სამუშაოს შედეგები და ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები შემდგომი ნაბიჯებისთვის.

წყარო: Intergovernmental Commission IGC TRACECA