News

მსოფლიოს უდიდესი პორტის ტიტული და `პატარა ძაბრი` საქართველოში

2026-06-10

ჩინეთის ნინგბო-ჯოუშანის (Ningbo-Zhoushan) პორტი, ზედიზედ 17 წელია მსოფლიოს უდიდესი პორტის ტიტულს ფლობს ტვირთბრუნვის მიხედვით. 2025 წელს ის გახდა პირველი პორტი ისტორიაში, რომელმაც 1.4 მილიარდ ტონაზე მეტი ტვირთი გაატარა. მას აქვს 309 საკონტეინერო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს 700-ზე მეტ პორტს 200-ზე მეტ ქვეყანაში.

ეს პორტი რომ შევადაროთ ლიანიუნგანის პორტს (Port of Lianyungang), საიდანაც იწყება „შუა დერეფანი“, ვნახავთ რომ სხვაობა უზარმაზარია, მიუხედავად იმისა, რომ ლიანიუნგანი ჩინეთის მასშტაბითაც კი ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პორტია. ამ პორტმა 2025 წელს გაატარა 367 მილიონი ტონა.

ფოთმა 2025 წელს გაატარა 8 მილიონი ტონა ტვირთი.

ანუ დერეფნის ერთ ბოლოში ფუნქციონირებს საზღვაო პორტი, რომელიც მეორე ბოლოში არსებულ პორტზე 45-ჯერ დიდია.

ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული უზარმაზარი სატრანზიტო ოკეანე საქართველოში შემოსვლისას აწყდება პატარა „სამზარეულოს ძაბრს“.

ლიანიუნგანის პორტს ემსახურება 2,365 თანამშრომელი. ფოთის პორტს - დაახლოებით 1,200 თანამშრომელი. ანუ 45-ჯერ მეტ საქმეს 2-ჯერ მეტი თანამშრომლით აკეთებს.

სურათი საგრძნობლად შეიცვლება „ანაკლიის“ შემთხვევაში. გენერალური გეგმის მიხედვით, ყველა ფაზის სრულად დასრულების შემთხვევაში, პორტის მაქსიმალური წლიური გაზიდვის უნარი 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა იყოს. ანუ „ანაკლია“ ლიანიუნგანის პორტზე თითქმის 4-ჯერ ნაკლები იქნება. ეს უკვე სხვა საქმეა.

დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი