News

ეს რუსეთის დასასრულია

2026-07-09

ომსკის ოლქი, სადაც რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, თვალსაჩინო ადგილია იმის გასაგებად, თუ რამდენად გიჟური და კატასტროფულია რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი.

ომსკის ოლქის ტერიტორია უფრო დიდია, ვიდრე ყველაფერი, რაც რუსეთმა უკრაინაში 2014 წლიდან, 12-ზე მეტი წლის განმავლობაში, ხელში ჩაიგდო.

უკრაინაში რუსეთმა მოახდინა დაახლოებით 115 ათასი კვ. კმ-ის ოკუპაცია, ხოლო ომსკის ოლქის ტერიტორია 141 ათასი კვ. კმ-ია.

და ეს რეგიონი აბსოლუტურად ღატაკია. ოლქის წლიური ბიუჯეტი 178 მლრდ. რუბლია.

იცით, რა არის 178 მლრდ. რუბლი? ამდენს რუსეთი ომზე 3 დღეში ხარჯავს.

3 დღეში.

ტერიტორიები გჭირდებათ?

აი, ხომ არის ტერიტორია. დიდი. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე დიდი. და მისი დაპყრობა საჭირო არ არის, ისედაც შენია.

აიღე თანხა, რომელსაც ომზე ერთ თვეში ხარჯავ — და ჩადე ამ ტერიტორიაში.

იქ მეორე ფინეთი იქნება.

მაგრამ არა.

ეს არავის სჭირდება.

აი, სხვა ქვეყანაში ტერიტორიების განადგურება, იქ ადამიანების ხოცვა, ქალაქების ნგრევა კი — პირიქით, ძალიან სჭირდებათ.

და შედეგად, ახლა ომი თავად ომსკის ოლქშიც მივიდა.

Проф. Преображенский ● x.com

☆☆☆

დაგუგლეთ, ბომბავდა თუ არა გერმანული ავიაცია 1941 — 1945 წლებში ქალაქ ომსკს? 

პასუხია — არა. 

ახლა კი უკრაინელები ბომბავენ. ბომბავენ ყოველ დღე. 

რას ნიშნავს ეს?

იმას, რომ ეს რუსეთის დასასრულია. მას არ შეუძლია თავისი ზურგის დაცვა. 1941 — 1945 წლებში ეს კომპენსირდებოდა მოკავშირე ანგლოსაქსების დახმარებით. 

მაგრამ კაბაევი გენიოსია — მან მათთან ომი გადაწყვიტა. ვუსურვოთ მას წარმატებები მის ხანგრძლივ და სახელოვან ცხოვრებაში.

Oles Filonenko ● x.com