News

ტრანსკასპიური დერეფანი სომხეთის მონაწილეობით

2025-04-04

4 აპრილს უზბეკეთში, სამარყანდში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი სამიტის დროს თავის გამოსვლაში ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთზეც ისაუბრა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით. “შავ ზღვამდე მისასვლელად ასევე მნიშვნელოვანია ღია საზღვარი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. სამი ათწლეულის შემდეგ სომხეთთან თურქეთის და აზერბაიჯანის საზღვრების გახსნა შეცვლის წესრიგს. ეს უფრო დააახლოებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს უზარმაზარი რესურსები აქვთ.

სამიტის მუშაობაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ.

ინფო: ge.armradio.am1tv.ge