
აზერბაიჯანელი პუბლიცისტის, ისტორიკოსის და პოლიტოლოგის, Teymur Atayev-ის მიერ NewsAz-ში გამოქვეყნებული სტატიის - "თურქული ქვეყნები ერთიანდებიან შუა დერეფნის გაძლიერებისთვის ევრაზიაში" - ძირითადი მომენტები:
➡️ "შუა დერეფანი" - ეს უბრალოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა არ არის; ის დღეს წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმისა, თუ როგორ აღიქვამს თურქულენოვანი სამყარო თავის ახალ როლს მსოფლიო ეკონომიკაში.
➡️ თურქულენოვან ქვეყნებს შორის დაკავშირებულობის გაძლიერება - ეს უკვე უბრალოდ ტექნიკური ამოცანა არ არის, ეს სტრატეგიული მისიაა, რომელიც ევრაზიის მომავალს განსაზღვრავს.
➡️ ერდოღანმა ნიუ-იორკში გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა "შუა დერეფნის" მნიშვნელობას. ანკარა დიდი ხანია იზიარებს აღნიშნულ პოზიციას კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე თურქეთის სატრანსპორტო ქსელის კონსოლიდაციის თავისი ხედვის ფარგლებში.
➡️ ყველაფერი ეს ხაზს უსვამს აშკარა რეალობას: "შუა დერეფანი" არა უბრალოდ ხელს უწყობს თურქულენოვანი ქვეყნების უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას, არამედ რეგიონს აერთიანებს გლობალურ მიწოდების ჯაჭვში, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთიდან ევროპამდე.
➡️ "შუა დერეფანი" - ეს უკვე არა მხოლოდ ოცნებაა მომავლის შესახებ. ეს ევრაზიული დაკავშირებულობის ახალი საყრდენია, ცოცხალი სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ვაჭრობის და გადაზიდვების გლობალური რუკა გარდაქმნას თურქულენოვანი ქვეყნების სტრატეგიულმა თანამშრომლობამ.
სტატიას კი დაურთო სურათი, რომელზეც აშკარად ჩანს მთელი ამ თურქულენოვანი ქვეყნების "ოცნების" ცენტრში რომელი ქვეყანა მდებარეობს, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებს...
დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი