
საომარი დაპირისპირების საწყის ეტაპზევე უკრაინა რთულ პირობებში აღმოჩნდა, თუ ომამდე უკრაინის საექსპორტო პროდუქციის 70% საზღვაო ნავსადგურების გავლით გაედინებოდა, საომარი მოქმედებების პირობებში, ნავსადგურების ბლოკირების შედეგად უკრაინის ძირითადი საექსპოტო პროდუქციის ხორბლის და ლითონის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად ახალი სახმელეთო ალტერნატივების ძებნა გახდა აუცილებელი.
დაუძლეველი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის სარკინიგზო ქსელი, რადგან მეზობელ პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთან დამაკავშირებელი თერთმეტივე სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი მუდმივად გადატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებდა.
სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში გადასვლის პარალელურად, უკრაინამ დაიწყო ევროპული ლიანდის მოწყობის და საკუთარი სარკინიგზო ქსელის ევროკავშირთან ინტეგრაციის გეგმების განხილვა. ნათელი იყო, რომ უკრაინაში ევროპული სტანდარტის რკინიგზის არარსებობა გადაზიდვებთან დაკავშირებულ მრავალ პროცესს ამუხრუჭებდა. გარდა ამისა, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ლინდაგების სტანდარტების განსხვავება საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებში დამატებით დაბრკოლებებს იწვევდა.
ზემოაღნიშნული სიძნელეების გადასალახად უკრაინა საზღვრებზე მოცდენების დროის შემცირების და ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად პრიორიტეტულად სასაზღვრო გადასასვლელებზე ევროპული ლიანდის დაგებას შეუდგა.
მოგვიანებით მდგომარეობის შეფასების შემდეგ უკრაინამ ევროკავშირთან ინფრასტრუქტურის სისტემური ინტერაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის სარკინიგზო ქსელთან ინტეგრირების სტრატეგიულ მიზანს, უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა წარმოადგენდა.
სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, ევროკავშირი Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში უკრაინის სარკინიგზო სისტემის ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრირების პროექტის განხორციელებას შეუდგა.
ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) განვითარების დაფინანსების მიზნით, ევროპის კავშირებადობის დახმარების (CEF) ფონდი – ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული და ტელეკომუნიკაციების პროექტებში ინვესტირების მოზიდვისკენაა მიმართული.
აღნიშნული პროექტი უკრაინის არსებული სარკინიგზო ქსელის განახლებას და ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იანი ლიანდის სისტემის განვითარებას გულისხმობს, რათა უკრაინა–ევროკავშირის რკინიგზების ტექნოლოგიური თავსებადობა და ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა იქნეს მიღწეული.
ამ მიზნით, უკრაინის რკინიგზის „უკრზალიზნიცის“ მიერ ევროკავშირისთვის პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე 1435 მმ-იანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი იქნა შეთავაზებული, რაც მოგვიანებით Connecting Europe Facility (CEF) კომიტეტმა მოიწონა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა კავშირებადობის პროექტის ფარგლებში, პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის რკინიგზის მოსაწყობად 76 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის საზღვარი – ლვოვის 80 კმ მონაკვეთი ევროპული ლიანდაგის 1435 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტით დაგებული პირველი სრულფასოვანი მონაკვეთი იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ საზღვრებთან მისასვლელი რამოდენიმე მონაკვეთზე დააგო შეთავსებული ლინდაგის კონსტრუქცია, სადაც ორივე საბჭოთა და ევროპული 1520 /1435 მმ ლიანდებია თავმოყრილი.
2023 წლიდან უჟგოროდიდან – ჩოპამდე (უკრაინა – უნგრეთის საზღვარი) მიმდინარეობს შეთავსებული ფართო და ევროპული 1520 / 1435 მმ ლიანდის დაგება. ამ პერიოდისათვის 22 კმ უბნის 8.5 კმ-ზე დაგებულია შეთავსებული ლიანდი.
მაგრამ პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.
უკრაინის ხელისუფლების განმარტებით ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინა უკვე ევროპის სატრანსპორტო ქსელის ნაწილია, მისი სარკინიგზო ქსელის ინტეგრაცია არა მომავალში მოხდება, არამედ ის უკვე მიმდინარეობს.
პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლაინდის დაგების შემდეგ, უკრაინის სტარტეგიულ მიზანს, მთელ ტერიტორიზე ევროპული ლიანდის გავრცობა წარმოადგენს. რითაც უკრაინა ევროკავშირში ტვირთების ექსპორტთან ერთად მგზავრნაკადის გაზრდას ვარაუდობს.
სადღეისოდ აქტიურად განიხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ევროპული ლიანდის სისტემის გაფართოების საკითხი. უკრანული მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთელ ტერიტორიაზე ევროპულ ლიანდზე გადასვლა, მაგრამ ძირითადი დაბრკოლება – ფინანსებია.
მიუხედვად ამისა, განიხილება ლვოვი – კიევი, ლვოვი – ოდესა და ლვოვი – კრივოის როგის ძირითადი მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ ბლოკირებული ნავსადგურების გახსნის შემთხვევაში ეს მიმართულებები მოთხოვნადი იქნება.
წინასწარი გაანგარიშებით, ლვოვიდან – კიევამდე 572 კმ ევროპულ ლიანდზე გადასვლის ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს, კილომეტრზე საშუალოდ 800 ათასი ევრო.
ევროპული ლიანდის კიევამდე მიყვანის შემდეგ, ოდესის მიმართულებით გაფართოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევროა. არსებობს განსხვავებული მოსაზრება, პროექტის სიძვირესთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით.
უკრაინის რკინიგზის 20 000 კმ განფენილობის, სრულად ევროპული ლიანდის სტანდარტზე გადაყვანას დასჭირდება 20 წელიწადი და 250 მილიარდი ევრო.