
ULC ტერმინალმა ახალი სასაწყობე ჰაბი შექმნა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული. ახალი სასაწყობე მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და საბაჟო საწყობს, საოფისე, კომერციულ და ადმინისტრაციულ შენობებს აერთიანებს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჰაბი უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხო დამუშავებას და ხელს უწყობს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე სწრაფად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ტრანსპორტირებას.
ULC ტერმინალის პროექტი საშუალებას მისცემს იმპორტიორებსა და საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, ეფექტურად მართონ და დაგეგმონ ლოჯისტიკური პროცესები. პროცედურები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის, საწარმოსა და სატრანსპორტო პროცესების უწყვეტ ჯაჭვს. სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 10,000 კვ.მ ფართობის ლოგისტიკური სივრცის განვითარება.