
თამარ მეფის ფიცის უსტარი სალადინისადმი საქართველოსთვის არის კატასტროფული ისტორიული დოკუმენტი. თამარმა ამ ფიცით შეცვალა დავითის მიერ დაწესებული ქვეყნის ევროპული გეოპოლიტიკური კურსი. დავითის მოკავშირე ჯვაროსნების წინააღმდეგ შეეკრა სალადინს. მას მერე ვართ რვა საუკუნე ევროპას მოწყვეტილები. მას მერე დაიწყო ქვეყნის და კაცობრიობის ყველა უბედურება. კონტინენტის "კარიბჭე" საქართველოს, ევროპა აზიის "კაშხალი" საქართველოს მოშლა და ნგრევა მას მერე დაიწყო.
თამარმა კიდევ უფრო უარესი გააკეთა. გააუქმა დავითის თავისუფალი ბაზარი, მოსპო ვაჭრობის თავისუფლება, თავისუფალი გლეხობა ისევ მონობაში დაუბრუნა ფეოდალებს. დაბლოკა პროგრესული ორპალატიანი პარლამენტის შანსი, რომელსაც მაშინდელი საშუალო კლასი ყუთლუ არსლანის დასი მოითხოვდა.
საქართველო თავისუფალი ბაზრით და ორპალატიანი პარლამენტით რომ შენარჩუნებულიყო, იქნებოდა ერთიანი და ძლიერი. ვერც მონღოლები გვავნებდნენ რამეს და 800 წელი სულ სხვა ისტორია ექნებოდა ქვეყანასაც და კაცობრიობასაც, ომებისა და იმპერიების გარეშე.
შედეგად, დღემდე არ გვაქვს არც თავისუფალი ბაზარი და არც ორპალატიანი პარლამენტი. თამარმა როგორც მმართველმა გაწირა საქართველო აღმოსავლეთის ტირანიების საჯინგნად და ქვეყნის დაქუცმაცება სწორედ მისი პოლიტიკით დაიწყო. ტრაპიზონის იმპერიის აღიარება იყო კატასტროფული გეოპოლიტიკური მავნებლობა ქვეყნისთვის. საქართველო სრულად ფლობდა და აკონტროლებდა შავ ზღვას და თამარმა შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო ჩამოაჭრა ქვეყანას.
შემდგომ კი ოსმალეთის იმპერია სრულად გაბატონდა შავ ზღვაზე და გადაკეტა საქართველოს სასიცოცხლო არტერია - აბრეშუმის გზა. ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა გეოპოლიტიკური წესრიგის ორღობეში.
სალადინთან მოკავშირეობით იერუსალიმში ამხედრებულად დროშებით შესვლის უფლება რომ მივიღეთ, ეს "ფოჩიანი კამფეტიც" კი არ იყო. არანაირი სარგებელი და ფასი არ ჰქონია ამას ქვეყნისთვის.
ანტიევროპულ რეჟიმს ძალიანაც მოსწონს და აწყობს ისტორიის უკუღმართი ინტერპრეტაციები. სწორედ ასეთ ყალბ ინტერპრეტაციებზეა აგებული 'პროქართული" პროპაგანდის რეჟიმი და პარტიები. ადიდებენ თამარს ცრემლების ღვრით. ანტიევროპელი თამარის განდიდება ძალიანაც აწყობს თავად ანტიევროპელ რეჟიმს.
ამჯერად ევროპა აბრეშუმის გზის აღდგენას რომ აწარმოებს, ეს ნიშნავს "კარიბჭის" ფუნქციის აღდგენას, ქვეყნის სრულად გამთლიანებას. ოღონდ იგივე მოთხოვნებია, რაც დავითის დროს...
"ქარავნების მძარცველი" ფეოდალ ოლიგარქები არ უნდა გვყავდეს და ამისთვის დეოლიგარქიზაცია, ვაჭრობის თავისუფლება, დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა უნდა გვქონდეს, სამართლიანი დემოკრატიული წყობილებით და ორპალატიანი პარლამენტით.
ქართული სახელმწიფოს გაუქმება იმპერიას დემოკრატიულ მსოფლიოში არანაირად გამოუვა. რეჟიმის მიზანია თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია რომ არ გვქონდეს. ზვიად გამსახურდიას დემოკრატიული წყობილება სწორედ ამიტომ დაამხეს. არადემოკრატიული, ავტოკრატიული, ოლიგარქიული რეჟიმი არის მოსკოვის იმპერიის ქვეყანაზე გავლენის ბერკეტი.
ბოლოსდაბოლოს გაიგეთ ქართველებო, რომ კოლოსალური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. იმედი დაივიწყეთ. ირწმუნეთ გამარჯვების გარდაუვალობა. ეს უკვე რეალობაა. აბრეშუმის გზის აღდგენა გარდაუვალია.
მინიმალური რამ მოგვეთხოვება: 9 კარის გახსნა, 9 დათქმის შესრულება.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი