
2026-04-20
2023 წლის ნოემბერში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში "შუა სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნის" თაობაზე, რომლის მიხედვით მოაზრებულია მთავარი ეკონომიკური ცენტრები - თბილისი, რუსთავი და გორი, სადაც შემომავალი ტვირთები გადაიტვირთება საბოლოო დანიშნულებამდე. აქ იქნება საწყობები, სადაც მარაგები იმართება, ხოლო შენახვის ობიექტები იმოქმედებენ როგორც ბუფერები და წერტილები მიწოდების ჯაჭვებში კონსოლიდაციისა და დეკონსოლიდაციის მიზნით. შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მხარდაჭერით, ასეთი ცენტრები შეიძლება გადაიზარდოს სატვირთო სოფლების ლოგისტიკურ კლასტერებად.
რა იგულისხმება მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაში:
თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირმა ყაზახეთიდან "შუა დერეფნის" გამოყენებით კრიტიკული მინერალების წიაღისეულის ექსპორტი წარმატებულად განახორციელოს, რისთვისაც 12 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი უკვე შექმნილი აქვს, უნდა ფუნქციონირებდეს "თბილისის სპეციალიზებული ბირჟა".
ევროპამ "ლაპის ლაზულის მარშრუტის" გავლით, ავღანეთიდან ძვირფასი ქვების ტრანზიტი რომ განახორციელოს, უნდა მოქმედებდეს "თბილისის ოქროს ბირჟა".
თუ გვინდა, რომ "სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის" გამოყენებით, ირანიდან სკანდინავიის ბაზრებისკენ გადაიზიდებოდეს მეტალურგიული პროდუქცია, ამისთვის, უნდა ფუნქციონირებდეს "რუსთავის ფოლადის ბირჟა".
იმისათვის, რომ ქართული ღვინოები აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე დამკვიდრდეს სამართლიანი ფასებით და "ვიკინგი მარშრუტზე" შესაბამისი მიწოდების მომგებიანი ლოგისტიკური ჯაჭვებით, მაშინ, ყოველდღიურად ღია უნდა იყოს "თბილისის ღვინის ბირჟა".
თუ გვინდა, რომ უკრაინის და რუმინეთის მარცვლეული მიემართებოდეს სომხეთისკენ, ხოლო ყაზახური მარცვლეული - ანატოლიისკენ, მაშინ, ასეთ სავაჭრო გარიგებებს უნდა არეგისტრირებდეს "გორის მარცვლეულის ბირჟა".
ევროპული და არაბული კომპანიების აქციების და ობლიგაციების კოტირების ადგილი უნდა იყოს "თბილისის საფონდო ბირჟა".
ევროპულ და აზიურ ჰოლდინგებს შორის მსხვილი სავალუტო გარიგებების ადგილიც "თბილისის სავალუტო ბირჟა" უნდა იყოს.
კასპიისა და ჰორმუზის სრუტის ენერგომატარებლების პროდუქციის ტონაჟობაც, კუბურ-მეტრობაც და მათი ფასებიც "თბილისის ენერგობირჟის" კომპეტენციაა.
თავად ბირჟების ორგანიზაციული სტატუსი უნდა იყოს სააქციო საზოგადოება, რომელთა პრივილეგირებული აქციონერებიც იქნებოდნენ მისი აღმატებულება - საქართველოს მოქალაქეები.
სახელმწიფოს ფუნქციაა ასეთი სავაჭრო მოედნების (ბირჟების) საქმიანობის რეგულირება "ფასიანი ქაღალდების კომისიის" სტატუსით, რომელიც იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და ასევე დამოუკიდებლად ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ქვეყნის ასეთ წესრიგს საბაზრო ეკონომიკა ჰქვია.
როტერდამის პორტი (ევროპორტი) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პორტია. მშენებლობა დაიწყო 1958 წელს, დასრულდა — 1964 წელს. ტერიტორიით პატარა ნიდერლანდები, დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ოცეულში შედის. საქმე ისაა, რომ ამსტერდამის ბირჟა 1602 წელს შეიქმნა.