
2026-04-21
გლობალიზაციის ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გავლენა ხშირად იზომება არა მხოლოდ მისი შიდა რესურსებით და ეკონომიკის ზომით, არამედ იმით, თუ რამდენად ღიაა მისთვის გლობალური ბაზარი.
ამ მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) თანამედროვე ეკონომიკური დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც გარიგებაში ჩართულ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გააუქმონ საბაჟო ტარიფები, შეამცირონ ბიუროკრატიული ბარიერები და საკუთარ ბიზნესს გზა გაუხსნან ახალ ბაზრებზე.
ქვემოთ წარმოდგენილი რეიტინგი ასახავს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად იყენებენ ამ ინსტრუმენტს და FTA-ის რაოდენობით ლიდერობენ:
1. ევროკავშირი
პარტნიორების რაოდენობა: 78
2. გერთიანებული სამეფო
პარტნიორების რაოდენობა: 70
3. ჩილე
პარტნიორების რაოდენობა: 65
4. სინგაპური
პარტნიორების რაოდენობა: 61
5. სამხრეთ კორეა
პარტნიორების რაოდენობა: 59
შედარებისთვის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს 46 ქვეყანასთან და ერთ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან, ჰონკონგთან. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებების თითქმის ნახევარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის; 9 შეთანხმებაა გაფორმებული დსთ-ს ქვეყნებთან; ასევე FTA გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან, რომელიც პლანეტის უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოა.