
ფეხბურთში და რაგბიში გრანდი ქვეყნები ხომ იცით? შესაბამისად, მრავალპოლარულ, მულტიპოლარულ სამყაროში იქნება ბევრი რეგიონალური ლიდერი "გრანდი", ანუ "პოლუსი" სახელმწიფო.
"უფროსი" და დამპყრობელი ქვეყნები კი არა, კონკურენტული ლიდერი ქვეყნები, მაგალითი ქვეყნები, რომლებიც რეგიონების პროგრესს და განვითარებას შეუწყობენ ხელს.
მრავალპოლარული, მულტიპოლარული სამყაროს გეოპოლიტიკური წესრიგი არის ლიბერალური გლობალიზაციის პოლიტიკის შედეგი და ამერიკელი დემოკრატების, კერძოდ ბარაქ ობამას მიერ გამოცხადდა.
მულტიპოლარული ლიბერალური გლობალიზაცია ნიშნავს მსოფლიოს მშვიდობიან ცხოვრებას, განვითარებას და ქმნის ერების დამოუკიდებლობის გარანტიას.
როდის და როგორ იქნებიან ერები დამოუკიდებელი? როცა ავტოკრატების ძალაუფლებები დაემხობა. ეს მოხდება მაშინ, როცა ეკონომიკები იქნება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. ანუ როცა ექნებათ საბაზრო ეკონომიკები, თავისუფალი ბაზარი. დეოლიგარქიზაცია რომ ჰქვია.
ევროკავშირი არის თავისუფალი ბაზრის ზონა და მრავალპოლარული სამყაროს მოდელი. ასე რომ ცნება "პოლუსი" სახელმწიფო ლიბერალურ გლობალიზაციაში ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ორპოლულუსიან ან ერთპოლუსიან მსოფლიოში. ორპოლუსიანი მსოფლიო იყო ორი პოლუსის დიქტატი და ერების დამორჩილება ან სულაც მონობა ავტოკრატიული რეჟიმებით. საბჭოთა პოლუსი იყო სულაც "ფარაონი" მონათმფლობელი მრავალი დამონებული ერით.
კონკურენტუნარიანი გახდება ნებისმიერი ერი როცა ექნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ბალტიის და პოსტსაბჭოელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავისუფალი ბაზრებით და დემოკრატიით კი არიან ევროკავშირის ზონაში.
ანუ მრავალპოლარული სამყაროს ფუნდამენტია სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკები, თავისუფალი ბაზარი - დამოუკიდებელი ბანკები და დამოუკიდებელი ბირჟები.
ბირჟები არის თავისუფალი ვაჭრობის მოედნები. ბირჟები რომ არ გვაქვს, ამიტომაც არის ოლიგარქიული ავტოკრატია.
მულტიპოლუსიანობა ნიშნავს თავისუფალი ბაზრის გაფართოებას; თავისუფალი ბაზრის ერთიანი, პატიოსანი, კონკურენტული წესებით ქვეყნების ცხოვრებას. ზუსტად ისევე როგორც ფეხბურთშია, ერთიანი წესები ყველასთვის და დანარჩენი უკვე ტალანტზე და შრომაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი გეოპოლიტიკური რეგიონალური ლიდერი ქვეყანა არ გაგიკვირდეთ და არის კუბა. კუბის შიდა წყობილება ახდენს გავლენას მთელ სამხრეთ ამერიკაზე და მექსიკაზეც. როცა კუბა რეალურად გახდება თავისუფალი ბაზრის ქვეყანა, მაშინ დემოკრატიული გახდება თვითონაც, ეყოლება ეროვნული ხელისუფლება და მთელ სამხრეთ ამერიკასაც და მექსიკასაც მერე ეშველება.
დემოკრატიული აშშ მიუხედავად იმისა რომ მექსიკის უშუალო მეზობელია, მაინც ვერ ახდენს გავლენას მექსიკის შიდა წყობილებაზე, არ აქვს ამერიკას მექსიკაზე რეგიონალური გეოპოლიტიკური გავლენა. კუბა არის რეგიონის ლიდერი და როცა თავად კუბას ჩამყაყებული ავტოკრატია მართავს, რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ავტოკრატიული სისტემებია. ასე რომ ვენესუელას მაშინ ეშველება, როცა კუბა იქნება თავისუფალი ბაზრის დემოკრატიული ქვეყანა.
კავკასიის რეგიონის ბუნებრივი ლიდერი არის საქართველო. ისე ბევრადაც უფრო მეტი. ახალი აბრეშუმის გზის წესრიგი საქართველოს ხდის პოლუს, გრანდ სახელმწიფოდ.
ასე რომ ანტიგლობალისტი და ანტილიბერალი ქართველი არის სრული აბსურდი, რადგან სწორედ ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის ფილოსოფიის მშობელი ერი ვართ. შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა ლიბერალური გლობალიზაციის ფილოსოფიის ტიტანები გვყავს ქართველებს.
მეტიც, თავისუფალი ბაზრის პიონერიც საქართველოა. დავით აღმაშენებლის საქართველო იყო თავისუფალი ბაზრის, ვაჭრობის თავისუფლების ქვეყანა და მთელი კავკასიის რეგიონი ევროკავშირის მსგავსად იყო თავისუფალი ვაჭრობის ზონა.
ავტოკრატიული რეჟიმები გაერთიანებული ძალებით ებრძვიან მულტიპოლარულ გლობალიზაციას. ებრძვიან აბრეშუმის გზის აღდგენას, ებრძვიან ლიბერალებს, თავად ლიბერალიზმის ცნებას.
გლობალურ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში, ახალი წესრიგის წინააღმდეგ ავტოკრატიული რეჟიმების ლიდერია ისრაელის კრიმინალი პრემიერი ნეთანიაჰუ, ისრაელის მარიონეტი ტრამპი და ოლიგარქიული შავი ბაზრის ციტადელი, ოკუპანტი მოსკოვის იმპერია, რომელსაც სრულად ფლობენ რუსეთის და ისრაელის მოქალაქე ებრაელი სიონისტი ოლიგარქები. არც ეს გაგიკვირდეთ და მოსკოვის ოლიგარქების გვარებს გადახედეთ.
მემარჯვენე იდეოლოგია არის ავტოკრატების ინსტრუმენტი და როცა მემარჯვენე პროპაგანდისტულ ტყუილებს უჯერებთ გლობალიზაციის, ევროპის და ლიბერალების წინააღმდეგ, ე.ი. საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას მტრობთ და საბოლოო ჯამში გამოდის არ გინდათ სამშობლო თავისუფალი "გრანდი" ქვეყანა რომ გახდეს.
არც ერთი სიტყვა არ დაუჯეროთ მათ, ვინც დემოკრატიაზე ბევრს საუბრობს, ოღონდ არაფერს ამბობს ბაზრის თავისუფლებაზე, ეკონომიკის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობაზე. არავის დაუჯეროთ, ვინც ოლიგარქიულ ეკონომიკას თავისუფალ ბაზარს უწოდებს.
დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი ბაზრის გარეშე. დემოკრატია, სამართლიანობა, დაცული უფლებები და თავისუფლება არის მაშინ, როცა მოქალაქეები არიან მდიდრები ან ძალიან მდიდრები, რაც მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე პატიოსან კონკურენციაშია შესაძლებელი.
თეიმურაზ ზაქრაძე, ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი