commercial-diplomacy

მსოფლიოში ქართველებზე ადრე საკუთარი ფული არავის ჰქონია

პირველი ფული, როგორც ამას არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, შესაძლოა, მოეჭრათ ძვ. წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე მცირე აზიაში — იქ, სადაც მესხეთის სამეფო, ანუ ისტორიული ფრიგია არსებობდა.  ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. VI საუკუნის 80-იან წლებში გრანდიოზული კატაკლიზმები მოხდა, როცა მიდიელებისა და ლიდიელების შემოსევების შედეგად ფრიგიის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.  სწორედ ამავე პერიოდში შავიზღვისპირეთში, საქართველოს ტერიტორიაზე იბადება „კოლხური თეთრი“. 

„კოლხური თეთრი“, დაახლოებით, 50 წლით ადრე მოიჭრა, ვიდრე პირველი ბერძნული და სპარსული მონეტები! „კოლხური თეთრი“ ძვ.წ. VI საუკუნეში იყო ბრუნვაში იმ ტერიტორიაზე, სადაც ქართული, ანუ კოლხური მოსახლეობა ცხოვრობდა. აღნიშნული ტერიტორია მოიცავდა არეალს ყირიმის ნახევარკუნძულიდან თანამედროვე სინოპამდე, რომელიც ახლა თურქულ პორტს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია „კოლხური თეთრის“ ზარაფხანის კვალი. 

„კოლხური თეთრი“ მსოფლიოს ყველა დროის მონეტებს შორის გამორჩეულია იმით, რომ 26 საუკუნის განმავლობაში არ გამოსულა ბრუნვიდან! ის XX საუკუნეშიც იყო მიმოქცევაში. 

ავტორი: ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი