commercial-diplomacy

აბრეშუმის გზის ცხრა კარიდან - ევროკავშირის ცხრა კარამდე

ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ,“ - გრიგოლ რობაქიძე, მწერალი.

“ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო,” - ივანე ჯავახიშვილი, ისტორიკოსი.

“ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობდა, მას ის კარიბჭეც ეკუთვნოდა, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთება ჰქვია. სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ამ გზაზე მდებარეობს, ფაქტობრივად, კარიბჭეს ფლობს. კავკასიის კარიბჭე საქართველოზე გადის. ამდენად, ამას მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც გააჩნია,”- მერაბ ძნელაძე, არქეოლოგი.

“ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში.”- ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.

“საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას, რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური კორიდორის ირგვლივ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის განსავითარებლად… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას”,- ტონი ბლინკენი, აშშ დიპლომატი.

“ჩვენ ვიცით, რომ 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება... პაკისტანსა და ბანგლადეშშიც მოსახლეობის ბუმია მოსალოდნელი. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა ამ ქვეყნებში, მათ წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და სავაჭრო კავშირებს კიდევ უფრო გაზრდის. თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია… სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი - საქართველოს გავლით თავისუფლად შეიძლება აწარმოებდეს ევროპასთან ვაჭრობას”, - ფრედ სტარი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის პრეზიდენტი.

“საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები კვეთს. აბრეშუმის გზაზე საქართველოს პოტენციალიც ამას უკავშირდება… თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს, მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს”, - ენდერს ვიმბუში, ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს წევრი.

“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა”, - კონსტანტინე გამსახურდია, მწერალი.

“უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ, აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ უსაფრთხოება”, - ზურაბ მაღრაძე, დოქტორი.

აბრეშუმის გზის 9 გზავნილის სისრულეში მოყვანას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 9 პუნქტის შესრულება ჭირდება.

TRACECA.GE