commercial-diplomacy

ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ენერგეტიკის სინქრონიზაცია

2026-06-28

ევროპაში მწვანე და განახლებადი ენერგიის ბევრი კომპანია ბირჟაზეა წარმოდგენილი. ამიტომ ევროკავშირის მოქალაქეებს (და სხვა ქვეყნების ინვესტორებსაც) შეუძლიათ მათი აქციების შეძენა ბროკერის მეშვეობით. 

რამდენიმე ცნობილი მაგალითი:

Ørsted⁠ (დანია) – მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ოფშორულ ქარის ენერგიაში.

Vestas Wind Systems⁠ (დანია) – ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელი. მისი აქციები განთავსებულია Nasdaq Copenhagen-ზე, რომელიც კოპენჰაგენში მდებარეობს.

EDP Renováveis (EDPR)⁠ (პორტუგალია) – ქარისა და მზის ელექტროსადგურები ევროპასა და მსოფლიოში. თითქმის მთლიანად განახლებად ენერგიაზე ორიენტირებული ბიზნესი. მისი აქციები განთავსებულია Euronext Lisbon-ზე. კომპანიის გლობალური გაფართოების გამო (ინდექსი: შედის PSI-20-ში), ზოგიერთი საერთაშორისო ინვესტორი მასზე წვდომას იღებს სხვადასხვა ევროპული ბროკერის პლატფორმებითაც.

Iberdrola⁠ (ესპანეთი) – ქარი, მზე, ჰიდროენერგია და ელექტროგადამცემი ქსელები. ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და დივერსიფიცირებული ენერგოკომპანია ევროპაში. მისი ძირითადი ლისტინგი არის ესპანეთის საფონდო ბირჟა (Bolsa de Madrid).

Verbund⁠ (ავსტრია) – ძლიერი ჰიდროენერგეტიკული ბაზა და მაღალი ხარისხის აქტივები. Verbund-ის აქციები განთავსებულია Vienna Stock Exchange-ზე, ხოლო ობლიგაციები დალისტულია ძირითადად ევროპულ საბონდო ბაზრებზე (Vienna MTF /Euronext Dublin / Luxembourg Stock Exchange — ემისიის მიხედვით).

Enefit Green⁠ (ესტონეთი) – ქარის, მზისა და ჰიდროენერგიის პროექტები; მისი აქციები იყიდება ბირჟაზე - Nasdaq Tallinn.

ასევე არსებობს კომპანიები და ფონდები, რომლებიც ფლობენ ჰესებს, ქარისა და მზის ელექტროსადგურებს და მათი აქციებიც საჯაროდ ივაჭრება. მაგალითად, Aquila European Renewables⁠ ინვესტირებს ევროპის მასშტაბით ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგეტიკულ აქტივებში. 

ენერგიის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მიღებული მოგებიდან აქციონერებზე დივიდენდებს გასცემენ: Iberdrola⁠ (ესპანეთი), RWE⁠ (გერმანია), Ørsted⁠ (დანია),  EDP Renovávei (პორტუგალია), Verbund⁠ (ავსტრია), Vestas Wind Systems⁠ (დანია),  Enel⁠ (იტალია), Engie⁠ (საფრანგეთი).

ეს კომპანიები სარგებლობენ ევროპის ენერგეტიკული ტრანზიციის, ელექტრიფიკაციისა და ელექტროქსელების გაფართოების ტენდენციებით, თუმცა სექტორი მაინც მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთებისა და ენერგიის ფასების ცვლილებების მიმართ. 

გარემოს დაცვის შეფასების ქართველი ექსპერტის  მამუკა გვილავას აზრით: თურქეთისთვის საქართველოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე გადასახდელი თანხა მზის ენერგიაში რომ ჩაგვედო, ბათუმისა და ქუთაისის 160 ათას ოჯახს დავაკმაყოფილებდით.

საგულისხმოა, რომ საქართველოში მწვანე და განახლებადი ენერგიის ბიზნესს გააჩნდეს დამოუკიდებელი ფინანსური ინფრასტრუქტურა, საფონდო და ენერგეტიკული ბირჟების სახით. რამეთუ ქვეყნის თავისუფალი ენერგეტიკული ბაზარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე თავისუფალი ვაჭრობის, ინვესტიციების და ლოგისტიკის მხარდასაჭერად.

ზურაბ მაღრაძე, DBA


გამოყენებული მასალა:

● screenerhero.com ● investing.com 

● investopedia.com  ● ebrd.com ● bpn.ge  

● londonstockexchange.com

● londonstockexchange.com 

განმარტებები:

ოფშორული ქარი (offshore wind) - ნაპირიდან ზღვის მიმართულებით.

ონშორული ქარი (onshore wind) - ზღვიდან ხმელეთისკენ უბერავს და ხშირად უფრო ტენიანი და გრილი ჰაერი მოაქვს.

განახლებადი ენერგია - მიიღება ბუნებრივად განახლებადი წყაროებიდან.

მწვანე ენერგია - განახლებადი ენერგიის ის ნაწილი, რომელიც გარემოზე განსაკუთრებით მცირე ზემოქმედებას ახდენს.