
ანაკლიის პორტის აშენებით, ფოთის პორტი არ დაკნინდება.
3+3 ფორმატს, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით მომავალი არ აქვს.
აბაშიძე-კარასინის ფორმატს ღირებული არაფერი შეუქმნია.
რკინის აბრეშუმის გზას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს უწოდებენ. ახალქალაქის რკინიგზის სადგური ევროპისა და აზიის რკინიგზების ლოგისტიკური კვანძია.
ქართულ ენაში სიტყვები - "აღებ-მიცემობა", "ღირებულება" და "მიმართულება" ილიას დადგენილია, მისი კალმისმონასმია.
ტერმინი "აბრეშუმის გზა" კონტეინერების გადაზიდვებს არ გულისხმობს მხოლოდ. ტექნოლოგიების და კულტურათა გაცვლაც ამ გზის საქმეა.
პორტებს, აეროპორტებს და რკინიგზებს ქვეყნისთვის მაშინ მოაქვს დიდი შემოსავლები, როცა თავად ქვეყანაც აწარმოებს რამეს.
თერგდალეულები ლიბერალები იყვნენ.
პროდუქტი, სანამ ის თქვენ თეფშზე აღმოჩნდება, საშუალოდ 2500 კმ-ს გადის.
ლოგისტიკის წილი მსოფლიო მშპ-ში დაახლოებით 12%-ია.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 46 ქვეყანასთან.
თბილისში, ქუთაისსა და ფოთში ფუნქციონირებს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
საქართველოს კვეთს ცხრა საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი და სავაჭრო მარშრუტის პროგრამა.
სატრანზიტო დერეფნები დაკავშირებულია ერთურთთან სამართავი საქონლით. ხოლო დერეფნებს შორის კვანძებს შეუძლიათ უზრუნველყონ საქონლის გადაცემის შესაძლებლობა გზიდან რკინიგზაზე და მათ ქსელის კვანძები ჰქვიათ. ასეთი კვანძების ადგილებია ხაშურსა და ქუთაისში.
საქართველოს აბრეშუმის გზის მთავარი ეკონომიკური ცენტრებია თბილისი, რუსთავი და გორი, სადაც შორეული ვაჭრები დამოუკიდებელ ბირჟებზე შეძლებენ სავაჭრო გარიგებების დადებას.
სპეციალური ეკონომიკური ზონა, ლოგისტიკური ცენტრი და ინდუსტრიული პარკი იფუნქციონირებს ფოთში, ხოლო ცალკე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი - ახალქალაქში.
ევროკავშირის მშპ $19 ტრილიონია. ქვეყნებში, ევროპიდან აზიამდე და ასევე პირიქით, ყოველწლიურად $42 ტრილიონის საქონელი წარმოიშობა. მათი ლოგისტიკური მომსახურებით სულ რომ 1% დარჩეს საქართველოს, მისი წლიური მშპ ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც ბელგიის ეკონომიკის ტოლია.
TRACECA და აღმოსავლეთ პარტნიორობა ნიშნავს აბრეშუმის გზის აღდგენას.
ჩინეთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა. რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ ინვესტორები და სავაჭრო დიპლომატები პეკინში, ასტანაში, დუშანბეში, თეირანში, მოსკოვსა თუ სტამბოლში, მაგიდის ერთ თავში თუ პეკინის წარმომადგენელი ზის, მაგიდის მეორე თავში აუცილებლად უნდა იჯდეს დიპლომატი თბილისიდან. რადგან ტვირთების წარმომქმნელი რეგიონია აღმოსავლეთი აზია, ხოლო მისი ევროპის ბაზრებზე გადამცემი - საქართველო.
აბრეშუმის გზის საქმეში საქართველოს მთავარი თანამოაზრეებია ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. უმთავრესი ბუნებრივი მოკავშირე კი შავი ზღვაა.
საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები და ახალი მილსადენები კიდევ გაივლის.
აბრეშუმის გზას თავისუფალი ბაზარი ჭირდება, რისთვისაც საქმიან საქართველოს შესასრულებელი აქვს ევროპის 9 დათქმა. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
საზღვაო ქვეყნები დემოგრაფიული სიმჭიდროვით ზღვის სანაპირო არეალებში გამოირჩევიან. გრძელვადიან პერიოდში ქერჩი-სოჭი-სოხუმი-სამტრედიის რკინიგზის გამართვასთან ერთად, სოხუმის და გუდაუთის პორტების საჭიროებაც დაუდგება საქართველოს.
უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ მივიღოთ აბრეშუმის გზა, არამედ, აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ უსაფრთხოება.
დარიალის კარი დასაკეტია, საფონდო ბირჟა - გასახსნელი.
ზურაბ მაღრაძე