commercial-diplomacy

რატომ ვიცნობდით ვაჭრებს სომხებად XIX საუკუნეში?

ნიკო ფიროსმანაშვილი, "მეხილე"

ჯერ კიდევ თერგდალეულებისგან ვიცოდი, რომ ვაჭრობა სომხების ხელობა იყო და თავმოყვარე ქართველი ამ საქმეს არ წამოიწყებდა. თურმე საუბარი არ ყოფილა მხოლოდ ეთნიკურ სუბორდინაციაზე და პოლიტიკურად სენსიტიურ თემაზე იწერებოდა.

ხელში ჩამივარდა საქართველოსა და ინგლისის მოლაპარაკებები ინდოეთში ვაჭრობასთან დაკავშირებით ერეკლე II-ის ხანაში, სადაც საუბარი იყო გეორგიევსკის ტრაქტატის დასავლური ვერსიის დადებაზე: საქართველო ინგლისის მფარველობის და განათლების ქვეშ იქნებოდა, სომხეთი ქართველი მეფის ძალაუფლების ქვეშ გადავიდოდა და სხვა. ვაჭრობაზე კი საქართველო უკვე ისედაც სპეციალური შეღავათებით სარგებლობდა.

ვაჭრები ყოველთვის ჯგუფურად დადიოდნენ სპარსეთსა და ინდოეთში. მინიმუმ 20 კაცისგან შემდგარ ჯგუფს მეფე სამხედრო პირებსაც აყოლებდა. სპარსეთთან ომიანობის პერიოდშიც კი ვაჭრებს ხელს არ ახლებდნენ ისე ჩამოჰქონდათ მსხვრევადი ჭურჭლები, სარკეები, ჩაი და შაქარი. მარკეტინგის განუვითარებაში აბრეშუმის გზიანი ქვეყანა გაჩერდა გეორგიევსკის ტრაქტატთან.

რუსეთთან ხელშეკრულების დადების მერე ინგლისიდან ვაჭრობის თანხმობა აღარ გვქონდა, არც სპარსეთმა მიიღო ქართველი ვაჭრები მშვიდობით. მხოლოდ ადგილობრივი სომხები იყვნენ გაბედულნი რუსეთთანაც და სპარსეთთან თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში, ხოლო საუკუნის მერე რუსეთთან სომხეთის შეერთების მერე სპარსეთის ომის ზავში, სომხეთს მიენიჭა ვაჭრობის უპირატესობა, ხოლო საქართველო მოსკოვური “იარმარკებით” და ჰუმანიტარული დახმარებებით შემოიფარგლა.

წყარო: merzannablume.wordpress.com